რკინადეფიციტური ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომელიც ორგანიზმში რკინის ნაკლებობას უკავშირდება. რკინა აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისთვის, რომელიც ჟანგბადის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამიტომ, სწორად შერჩეული საკვები რაციონი ანემიის მართვაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.
რკინადეფიციტური ანემიის დროს რომელი პროდუქტები უნდა მოვირთვათ?
წითელი ხორცი და ღვიძლი
ძროხის, ხბოსა და ცხვრის ხორცი განსაკუთრებით მდიდარია ჰემური რკინით, რომელიც ორგანიზმისთვის მარტივად შეთვისებადია. ასევე, ღვიძლი არა მხოლოდ რკინის, არამედ B12 ვიტამინის შესანიშნავი წყაროა, რაც სისხლის წარმოქმნას უწყობს ხელს.
ფრინველისა და თევზის ხორცი
ქათმის, ინდაურისა და თევზის ხორცი კარგი ალტერნატივაა მათთვის, ვინც წითელ ხორცს იშვიათად მოიხმარს.
პარკოსნები
ლობიო, ოსპი და ჩვილი ბარდა არა მხოლოდ რკინით, არამედ ცილებითა და ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტებია, რაც ზოგადად ორგანიზმის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
ფოთლოვანი ბოსტნეული
ისპანახი, კომბოსტო და მანგოლდი შეიცავს არაჰემურ რკინას, რომლის ათვისება C ვიტამინთან ერთად უკეთესია. ამიტომ, ამ პროდუქტების მირთმევა სასურველია ციტრუსებთან ან ტკბილ წიწაკასთან ერთად.
მარცვლეული და თხილეული
წიწიბურა, შვრია, ნუში და თხილი რკინის კარგი წყაროა, განსაკუთრებით ვეგეტარიანელებისთვის.
ხილი და ჩირი
ბროწეული, ვაშლი, ქლიავი, ხურმა და ქიშმიში ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას და ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით ამარაგებს.
კვერცხი
განსაკუთრებით გულის ნაწილი, მდიდარია რკინითა და B ჯგუფის ვიტამინებით.
რა უნდა გავითვალისწინოთ?
C ვიტამინის საკმარისი რაოდენობა – ის აუმჯობესებს არაჰემური რკინის შეთვისებას, ამიტომ ანემიის დროს სასურველია ციტრუსების, ბულგარული წიწაკისა და კენკრის რეგულარული მიღება.
თავი აარიდეთ კალციუმის ჭარბ მოხმარებას – რკინის შეწოვას აფერხებს დიდი რაოდენობით რძისა და რძის ნაწარმის მიღება.
შეზღუდეთ ჩაისა და ყავის მოხმარება – ისინი შეიცავს ტანინებს, რომლებიც ხელს უშლის რკინის შეწოვას.
რკინადეფიციტური ანემიის დროს დაბალანსებული კვება, რკინის მდიდარი პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში ჩართვა და ვიტამინების სწორად შერჩევა ხელს უწყობს ორგანიზმის გამოკეთებას. მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინებაც, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, როცა მხოლოდ კვებით რკინის დეფიციტის შევსება საკმარისი არ არის.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi