დაკონსერვებული საკვების ისტორია ათასობით წელს ითვლის.
დაკონსერვებული საკვები პირველად ეგვიპტეში აღმოაჩინეს ფარაონ ტუტანხამონის სამარხის გათხრისას. ეს იყო შემწვარი, ზეითუნის ზეთში ჩაწყობილი იხვები თიხის ჯამებით, რომლებიც კუპრით იყო ჰერმეტიზებული. ამ კონსერვებმა მიწაში 3000 წელი გაატარა, მაგრამ საკვები თვისებები შეინარჩუნა.
კონსერვირების მეთოდის გამომგონებლად კი მიიჩნევა ცნობილი ფრანგი მზარეული ნიკოლა აპერი, რომელმაც შეამჩნია, რომ გამოხარშულ ქილებში წვენი დიდხანს არ ფუჭდებოდა და სხვა პროდუქტებზე დაკვირვება განაგრძო. საკვების შენახვის ეს მეთოდი მაშინვე გამოიყენა ნაპოლეონ ბონაპარტემ ჯარის მოსამარაგებლად, აპერს კი ამ გამოგონებისთვის დიდი პატივი და “კაცობრიობის კეთილისმყოფელის” ტიტული ერგო. თუმცა თანამედროვე სახე კონსერვებმა მხოლოდ XIX სუკუნის დასაწყისში მიიღო. კონსერვირებული პროდუქტების მასობრივი წარმოების ცენტრად მალე იქცა ამერიკა.
კონსერვის შექმნის დღიდან ბჭობენ მის მარგებლობასა თუ მავნებლობაზე. ექიმები მას “მკვდარ” პროდუქტს უწოდებენ. საქმე ის არის, რომ პროდუქტი, რომელიც ასეთ ინტენსიურ თერმულ დამუშავებას გადის, ფაქტობრივად კარგავს სასარგებლო თვისებებს. ქარხნული წესით დამზადებულ კონსერვებს წარმოებისას ამატებენ კონსერვანტებს, ემულგატორებს, გემოს გამაძლიერებლებს, სტაბილიზატორებს, რომლებიც ორგანიზმში გროვდება და ნელ-ნელა წამლავს მას.
რაც შეეხება საბავშვო კონსერვებს, ისისინი არც მავნებელია, მაგრამ არც სასარგებლო ეთქმის. ხანგრძლივი თერმული დამუშავებისას საკვებში თითქმის ყველა ვიტამინი იშლება, ამიტომ მას სინთეზურ ვიტამინებს ამატებენ. თუმცა არსებობს გამონაკლისებიც. მაგალითად, პომიდორი თერმული დამუშავებისას ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. მაგნიუმი და კალციუმი კონსერვირების დროს არსად იკარგება, ხოლო ანტიოქსიდანტები – ბეტა კაროტინი და ლიკოპინი – გაცხელების შემდეგ უფრო სასარგებლო ხდება. კონსერვირება არავითარ გავლენას არ ახდენს ცხიმოვანი მჟავების შემცველობაზე. ისინი განსაკუთრებით ბევრია თევზის კონსერვებში, რომელიც სასარგებლოა არა მარტო ცხიმოვანი მჟავების, არამედ კალციუმის მაღალი შემცველობის გამოც. კონსერვებისგან მომდინარე მთავარი საფრთხე კი ბოტულიზმია.
კონსერვირებისას ნუ გამოიყენებთ ასპირინს – აცეტილსალიცილის მჟავას. ასპირინი სპობს ბაქტერიებს და კონსერვი დიდხანს არ ფუჭდება, ამიტომ დაკონსერვების ეს მეთოდი პოპულარულია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასპირინის ზემოქმედებით კონსერვში წარმოქმნილი ფენოლის ნაერთები ადამიანისთვისაც მომწამვლელია. ამასთან, ასპირინი წამალია, რომელსაც გვერდითი ეფექტებიც აქვს. საკვებდანამატად მისი გამოყენება ზრდის ორგანიზმის მგრძნობელობას სალიცილმჟავას შემცველი პრეპარატების მიმართ. ის არ შეიძლება ალერგიული პირებისთვის, ამიტომ ეცადეთ, საკვები ასპირინის გარეშე დააკონსერვოთ.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #pitskhelauri #აქხარისხია
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები