ორშაბათი, აპრილი 21, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიჯანსაღი კვებაკაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი უნიკალური შემადგენლობითა და მრავალფეროვანი სამედიცინო მოქმედებით ხასიათდება. იგი მდიდარია მრავალგვარი მიკროელემენტით, ბიოაქტიური ნივთიერებებით.

კაკალი და მისი სიკეთეები  ჯერ კიდევ სრულად არ არის შესწავლილი, თუმცა ხალხურ მედიცინაში მას „სიცოცხლის ხედ“ მოიხსენიებენ და მრავალი დაავადების სამკურნალოდაც იყენებენ.

ნიგოზი შეიცავს რა 77%-მდე ცხიმოვან ზეთს და 21%–მდე ცილას, კალორიების მიხედვით საუკეთესო ჯიშის ღორის ხორცზე მაღლა დგას. მასში არის კაროტინი, C ვიტამინი,რომელიც ყველაზე მეტი არის უმწიფარი ნაყოფის ნაყოფედში (3%–მდე), B, E და E1 ჯგუფის ვიტამინები, რკინისა და კობალტის მარილები. C ვიტამინის რაოდენობით უმწიფარი ნაყოფი არ ჩამოუვარდება შავ მოცხარს და ასკილის ნაყოფს, ამიტომაც მათგან ამზადებენ ვიტამინურ კონცენტრატებს.

გარდა ამისა, ნაყოფებში გვაქვს ბევრი მთრიმლავი ნივთიერება და მღებავი ნივთიერება იუგლონი, რომელსაც აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება.ძველად სჯეროდათ, რომ ადამიანის ტვინის მსგავსი ფორმის კაკალი შველოდა თავის ტკივილს, ასაზრდოებდა გონებას. თანამედროვე მეცნიერებაც ამას ადასტურებს. განსაჯეთ: A, B1, B2, E, PP, C ვიტამინები, კობალტი, რკინა, თუთია, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფოსფორი, იოდი – ეს ხომ ნაჭუჭში მოქცეული მთელი აფთიაქია.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  რატომ არ არის მარტივი უარის თქმა ტკბილეულსა და ცხიმებით გაჯერებულ „ჯანქ ფუდზე“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები