ახალ სეზონზე სხვადასხვა სახის სეზონური ხილი და ბოსტნეული ჩნდება.
სეზონური ხილი და ბოსტნეული არა მხოლოდ უფრო ეფექტურად აკმაყოფილებს კვებით მოთხოვნილებებს, არამედ ისინი ბევრად უკეთესი გემოთიც.
სეზონური პროდუქტი უფრო ახალია, ვინაიდან მოსავალს იღებენ იმ მომენტში, როდესაც ისინი ბუნებრივად მწიფდებიან. არასეზონური საკვები ხშირად დამუშავების პროცესს გადის. გარდა ამისა, ხელოვნური მომწიფება ამცირებს გემოს, რომელიც ახლად მოყვანილ პროდუქტს აქვს.
ახლად დაკრეფილი პროდუქტი გამოირჩევა მაღალი კვებითი ღირებულებით.
გარდა ამისა, სეზონურ პროდუქტებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ იმუნური სისტემის გაძლიერებას. მაგალითად, ზამთრის თვეებში გვაქვს ციტრუსების სიუხვე, რომელიც მდიდარია C ვიტამინით. ეს ეხმარება ორგანიზმს გაციების და გრიპის სიმპტომების წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე ხელმისაწვდომია გოგრის მრავალფეროვნება, რომელიც მდიდარია A ვიტამინით, რომელსაც შეუძლია გააძლიეროს და მხარი დაუჭიროს იმუნურ სისტემას.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები