ქათმის ფრთები ღუმელში

0
42
#post_seo_title

ქათმის ფრთები – საბედნიეროდ არსებობს ერთი ხრიკი, რომლის დროსაც ქათმის ფრთები გარედან შებრაწული შიგნიდან კი ფუმფულა იქნება. საჭიროა მარინადში ცოტაოდენი ცომის გამაფხვიერებელი დაამატოთ: ის ქერქს ოქროსფერ შეფერილობას მისცემს. აი რეცეპტი:

ინგრედიენტები

ქათმის ფრთები 1კგ
მარილი 0.5 ჩ.კ
წიწაკა 0.5 ჩ.კ.
გამაფხვიერებელი 2 ჩ.კ.
თაფლი 2 ს.კ.
ცხარე სოუსი 0.25 ჭიქა
სოიოს სოუსი 0.25 ჭიქა
ძმარი 1 ს.კ.

მომზადება

  1. ფრთები გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი, წიწაკა და გამაფხვიერებელი. დატოვეთ 20 წთ.
  2. პერგამენტზე მოათავსეთ ფრთები.
  3. 210 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით მოათავსეთ.
  4. გამოიღეთ და გადაატრიალეთ. მოასხით ჭიქური. მისი მომზადებისთვის აურიეთ თაფლი, ცხარე და სოიოს სოუსი, ძმარი. დააბრუნეთ ფრთები ღუმელშ კიდევ 10 წუთით.
ეს რეცეპტი უნივერსალურია. ამ სახით შეგიძლიათ გამოაცხოთ ბარკლებიც, ხოლო ფილესთვის ნაღებისა და მდოგვის სოუსი და ღრმა ჭურჭელი გამოიყენეთ.
ქათმის ფრთები ღუმელში
მასალის გამოყენების პირობები