შაბათი, ივნისი 28, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარისხვა-ამბებიფეტვის ბლინები -მარტივი და ყოველდღიური რეცეპტი

ფეტვის ბლინები -მარტივი და ყოველდღიური რეცეპტი

მოამზადეთ ფეტვის ბლინები – შენი რეცეპტით

ფეტვის ბლინები გახდება ის საუზმე რომელიც ყოველ დრე მომზადდება თქვენს სამზარეულოში. ყველა ოჯახს ბლინების თავისი რეცეპტი აქვს. ზოგს უფრო თხელი მოსწონს, ზოგს – ფუმფულა. ჩვენ ვიპოვეთ ფეტვზე მომზადებული ბლინების უნიკალური რეცეპტი, რომლის სისქე ადვილად რეგულირდება რძის დახმარებით.

მოსამზადებლადაც მარტივია. საინტერესო გემო, ფოროვანი სტრუქტურა და საოცარი არომატი გარანტირებულია.

ინგრედიენტები: 400 გ ხორბლის ფქვილი, 200 გ ფეტვი, 0,5 ლ წყალი, 200 მლ რძე, ორი ცალი კვერცხი, 20 გ საფუარი, 0,5 ჩაის კოვზი მარილი, 1,5 ჩაის კოვზი შაქარი, კარაქი და სალა გემოვნებით

მომზადება

1. დაიწყეთ მომზადება ფაფით. გარეცხეთ ბურღული და დაასხით 500 მლ წყალი, შემდეგ მოხარშეთ. ფაფის კონსისტენცია ბლანტი უნდა იყოს.

 

2. სანამ ფაფა იხარშება, მოამზადეთ საფუარიანი ცომი, გახსენით შაქარი ერთ ჭიქა თბილ რძეში, დაამატეთ საფუარი და ერთი სუფრის კოვზი ფქვილი. დააცადეთ ცომს ამოსვლა (25 წუთის განმავლობაში).

3. მოხარშული ფაფა ბლენდერის დახმარებით ერთგვაროვან კონსისტენციამდე მიიყვანეთ, შემდეგ დაამატეთ მარილი, კვერცხი და კარგად აურიეთ. ცომი არაჟანს უნდა დაემსგავსოს. დააცადეთ ამოსვლა ერთი საათის განმავლობაში.

 

4. ახლა ყველაზე რთული ეტაპია. განაზავეთ ცომი და დაარეგულირეთ მისი სისქე. ის თხელ არაჟანზე უფრო სქელი უნდა იყოს. თხელი ბლინებისთვის საკმაოდ თხევადი უნდა იყოს, ხოლო თუ დავამატებთ ფქვილს, ოლადები გამოვა. დადგით ცომი კვლავ 45 წუთით.

5. ბლინების გამოცხობა სჯობს სალაზე. წაუსვით ტაფას სალის ნაჭერი ყველა ახალი ბლინის წინ. შეწვით ორივე მხრიდან. გადმოაწყეთ თეფშზე და წაუსვით კარაქი, სანამ ცხელია.

ფეტვის ბლინები -მარტივი და ყოველდღიური რეცეპტი | შენი სუფრა

ბლინები ძალიან მოგეწონებათ, რადგან მასში გლუტენის რაოდენობა 2-3ჯერ მცირეა. სხვა მხრივ არ განსხვავდება ჩვეულებრივი ბლინებისგან და მას უხდება ყველაფერი – ხაჭო, ხორცი, ხიზილალა, ხილი, შოკოლადი… რომელ შიგთავსს შეარჩევთ თქვენ?

კითხვის გაგრძელება

#drpkhakadze #pitskhelauri

https://www.bbc.co.uk/food/recipes

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  ყველაზე დახვეწილი დესერტები ყველაზე გემოვნებიანი ადამიანებისთვის – ჩიზქეიქის 5 საუკეთესო რეცეპტი მხოლოდ თქვენთვის!
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები