ჰაეროვანი დესერტი

0
48
#post_seo_title

წარმოგიდგენთ ჰაეროვანი დესერტის რეცეპტს. მარტივ და სწრაფად მოსამზადებელ ვაშლის ნამცხვარს.

ჰაეროვანი დესერტი  გაჯერებულია ვაშლის გემოთი, რომელიც ნაზ არაჟნის კრემს ერწყმის.

ვაშლის ღვეზელი კრემით
ინგრედიენტები: 1 კგ ვაშლი, 2 ჭიქა ფქვილი, 150 გ ნაღების კარაქი, 0,5 ჭიქა არაჟანი, 0,5 ჩ.კ. სოდა, 1 კვერცხი,1 ჭიქა შაქარი, 1 ჩ.კ. ძმარი
მომზადება

ორი სუფრის კოვზი ფქვილი დაიტოვეთ კრემისთვის, დანარჩენი შეურიეთ დამდნარ ნაღების კარაქს, დაასხით ნახევარი ჭიქა წყალი და კარგად აურიეთ.

ჰაეროვანი დესერტი

დაამატეთ ძმრით გაჯერებულ ცომს სოდა. მოზილეთ, ისე რომ საბოლოოდ ხელებზე არ უნდა გეკრობოდეთ.

ჰაეროვანი დესერტი

გათალეთ ვაშლი, მოაცალეთ შუაგული, დაჭერით წვრილ ნაჭრებად. ეცადეთ სხვადასხვას ახეობის ვაშლი აიღოთ. უფრო გემრიელი გამოვა თუ ტკბილ და წვნიან ჯიშებს გამოიყენებთ.

ჰაეროვანი დესერტი

გააბრტყელეთ ცომი, მოათავსეთ ზეთწასმულ გამოსაცხობ ფორმაში, ზევიდან ვაშლის ნაჭრები დააწყვეთ ნებისმიერი განლაგებით. შეგიძლიათ ზევიდან მოაყაროთ დარიჩინი და შაქარი.

ჰაეროვანი დესერტი

კრემისთვის აურიეთ შაქარი, კვერცხი, არაჟანი და 2ს.კ. ფქვილი. ათქვიფეთ მიქსერით. ლრემი თხევადი უნდა გამოვიდეს.

ჰაეროვანი დესერტი

დაასხით კრემი ვაშლიან ცომს. 200გრაფუსზე გაცხელებულ გაზქურაში გამოაცხვეთ 40-50 წუთით.

გააცივეთ ფორმაშივე და შემდეგ ამოიღეტ. მოაყარეთ შაქრის პუდრა.

მიირთვით ჩაისთან ერთად.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

 

მასალის გამოყენების პირობები