როგორ დავითვალოთ კალორიები

0
116
#post_seo_title

დღის განმავლობაში კალორიების დეფიციტს წონის კლებასთან მივყავართ. მნიშვნელოვანია არამხოლოდ მიღებული საკვების რაოდენობის შემცირება, არამედ მისი სარგებლიანობის შენარჩუნება.

კალორიები და მათი დათვლა ეს მარტივი საქმე არაა. ორგანიზმს ნორმალური სიცოცხლისუნარიანობისთვის ცილა, ცხიმი და ნახშირწყლები, ვიტამინები და მინერალები სჭირდება.

დიეტური მენიუს დღიური კალორიულობა 1400 უნდა იყოს. ცილა/ცხიმი/ნახშირწყლების შეფარდებით 40/20/40-ზე. ასეთი მენიუ გახდომისთვის და ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ოპტიმალურად ითვლება. როგორ შევადგინოთ ის სწორად?

მენიუ გახდომისთვის სახლის პირობებში

წარმოგიდგენთ ბალანსირებულ რაციონს 2 დღისთვის. ის გათვლილი ადამიანებზე, რომლებიც სახლში იკვებებიან და ხელმისაწვდომ პროდუქტებს იყენებენ.

პირველი დღე

საუზმე: 30 გ შვრიის ფაფა, 1 კვერცხი, 25 გ უცხიმო ხაჭო ან ყველი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლიანი პური.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

ლანჩი: 100 გ იოგურტი შაქრის გარეშე, 30 გ ნებისმიერი თხილი.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

სადილი: 150 გ წიწიბურა, 200 გ მოხარშული ქათმის ფილე, 200 გ ნედლი ბოსტნეული ან სალათა ზეითუნის ზეთით.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

წახემსება: 1 ვაშლი, 25 გ თეთრი ყველი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

ვახშამი: 150 გ უცხიმო ხაჭო.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

მეორე დღე

საუზმე: 200 გ ყველის ღვეზელი, 1 კვერცხი. ყველის ღვეზელი მოამზადეთ უცხიმო ხაჭოსგან, 2 ს.კ. ბრინჯის ფქვილისგან და მუჭა ქიშმიშისგან.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

ლანჩი: 150 გ ხილის სალათა.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

სადილი: 200 გ ბრინჯი, 150 გ შემწვარი, გამომცხვარი ან მოხარშული თევზი, 200გ ბოსტნეულის სალათა.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

წახემსება: 150 გ იოგურტი, 1 ნაჭერი მთლიანმარცვლოვანი პური.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

ვახშამი: 200 გ მოხარშული რაგუ, 150 გ ჩათუშული ქათამი. რაგუ მოამზადეთ მზესუმზირის ზეთზე.

როგორ დავითვალოთ კალორიები | შენი სუფრა

იკვებეთ ერთსა და იმავე დროს ერთნაირი ინტერვალებით, დაახლოებით ყოველ 3-4 საათში. ასევე დალიეთ 2 ლიტრი სითხე დღეში: წყალი ან ბალახის ჩაი. გაითვალისწინეთ, რომ ფრეშები და წვენები კალორიულია.

#drpkhakadze #pitskhelauri

გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi

READ  სალათი მარტივად