ხახვის სუპი ფრანგულად

0
21
#post_seo_title

ხახვთან ურთიერთობა ზოგ დიასახლისს არ უყვარს გასაგები მიზეზების გამო. მაგრამ სჯობს მოთმენა, ვინაიდან ეს ბოსტნეული კერძებს შეუცვლელ არომატს ანიჭებს და მრავალი უგემრიელესი კერძის ძირითადი ინგრედიენტია.

დღეს გთავაზობთ სწორედ ასეთი არომატული და გემრიელი ხახვის სუფის ფრანგულ რეცეპტს.

ინგრედიენტები

  • 6 დიდი თავი ხახვი
  • ასი გ კარაქი
  • 6 კბილი ნიორი
  • ნახევარი ჭიქა თეთრი ღვინო
  • 6 ჭიქა ხორცის ბულიონი
  • ნახევარი ჩ. კ. მდოგვი
  • ერთი ფრანგული ბაგეტი
  • ერთი ჭიქა გახეხილი შვეიცარული ყველი
  • ნახევარი ჭიქა გახეხილი პარმეზანი

მომზადება

  1. ბაგეტი პური დაჭერი 3 სმ სისქის ნაჭრებად. გახუხე ისინი აერღუმელში.

ხახვის სუპი ფრანგულად

  1. გაფცქვენი ხახვი და ნიორი და დაჭერი მსხვილად.

ხახვის სუპი ფრანგულად

  1. კარაქი გაადნე ღრმა ტაფაში.
  2. ცხიმში ჩაყარე ჯერ ნიორი, ერთი წუთის შემდეგ – ხახვი. მოშუშე ბოლომდე თავდახურულში დაბალ ცეცხლზე.
  3. ბოლოს ჩაასხი ღვინო და ურიე, სანამ ალკოჰოლი არ ამოორთქლდება.

ხახვის სუპი ფრანგულად

  1. შემდეგ ჩაამატე ბულიონი და მდოგვი, აურიე და ადუღე ყველაფერი ერთად 20 წუთის განმავლობაში. შეაზავე მარილით და პილპილით.
  2. სუფი ჩაასხი საპორციე მათლაფებში და ზემოდან დაადე გახუხული ბაგეტის ნაჭრები. მასზე კი მოაყარე გახეხილი ყველი.
  3. ცოტა ხნით შედგი ღუმელში ყველის გადნობამდე.

ხახვის სუპი ფრანგულად

ფრანგული ხახვის სუფი ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. სცადეთ და თავად დარწმუნდებით.

გემრიელად მიირთვით და ასწავლეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები