სეზონური კიტრის გამოუყენებლობა მარინადის არ დამზადება ამ სეზონზე დანაშაულის ტოლფასია. იმდენად გემრიელი და სწრაფი კერძი მზადდება მისი საშუალებით. დღეს გაგაცნობთ რეცეპტს, რომლის მიხედვით ნაკლებად მარილიანი კიტრი სულ რაღაც ერთ დღე-ღამეში მზადდება. სცადეთ და ისიამოვნეთ. სასურველია კეთებას შეუდგეთ საღამოს, რათა კიტრს მეტი პიკანტურობა მიენიჭოს.
ინგრედიენტები
- 1,7 კგ კიტრი
- 50 გ აყვავებული კამა
- 5-7 კბილი ნიორი
- 3 ს. კ. მარილი
მომზადება
- კიტრი გარეცხე და დაასხი ცივი წყალი. დატოვე ასე ერთ საათი. ამის შემდეგ მოაჭერი ბოლოები.
- ნიორი გაფცქვენი, კბილები გადაჭერი შუაზე და ჩაალაგე 3 ლიტრიანი ქილის ფსკერზე, აყვავებულ კამასთან ერთად. მეტი არომატისსთვის დაამატე პირშუშხას და მოცხარის ფოთლები.
- კიტრი ჩაალაგე ქილაში რაც შეიძლება მჭიდროდ. თავზე დააფარე კამა და ჩაყარე მარილი.
- წყალი აადუღე და ჩაასხი ქილაში. დაახურე პლასტმასის ხუფი და ქილა მიატრიალ-მოატრიალე, რატა მარილის გახსნა დაჩქარდეს.
- როცა წყალი გაცივდება, ქილა შედგი მაცივარში მთელი ღამით. შეგიძლიათ დილიდან უკვე მიირთვათ.
ასეთი წესით მომზადებული კიტრის მწნილი გამოდის ხრაშუნა და პიკანტური. ის ძალიან უხდება კარტოფილისა თუ სხვა ბოსტნეულის და ასევე ხორცის კერძებს. რა თქმა უნდა, ცალკე მისართმევადაც უგემრიელესია.
ისიამოვნეთ და გაუზიარეთ ეს რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!