ლიმონის დესერტი ცხობის გარეშე

0
21
#post_seo_title

ზაფხულში ცხობის პროცესი საკმაოდ რთულია და ჩვენ ვცდილობთ, თავიდან ავირიდოთ ის. თუმცა ტკბილეულის და ნამცხვრების სურვილი არსად ქრება. ამ დროს კი მარკეტში გასვლაც  პრობლამაა. ამიტომ ეცადეთ სახლში სულ გქონდეთ ფენოვანი ცომი, ნაღები, რაიმე ხილი და უგემრიელეს დესერტს ცხობის გარეშე იოლად მოამზადებთ თავად.

ინგრედიენტები

  • 200 გ ფენოვანი ცომი
  • 200 მლ ნაღები
  • 250 გ ბერძნული იოგურტი
  • ერთი ცალი ლიმონი
  • შაქარი გემოვნებით

მომზადება

  1. ფენოვანი ცომის ფირფიტა გაყავი ზუსტად შუაზე. თითოეული დაჩხვლიტე ჩანგლით ალაგ-ალაგ. მათ მოაყარე შაქარი და ლიმონის ცედრა გემოვნებით.
  2. შედგი თითოეული მათგანი 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთით. ამასობაში მოამზადე შიგთავსი. ნაღები ათქვიფე მიქსერით, დაამატე ცედრა და იოგურტი. კარგად აურიე ნიჩბით.

ლიმონის დესერტი ცხობის გარეშე

  1. მზა ფირფიტები გააციე. ერთ მათგანს წაუსვი კრემი, დაადე მეორე ფირფიტა და მსუბუქად დააწექი.
  2. ნამცხვარი შედგი მაცივარში კარგად გასაციებლად. შემდეგ გამოიღე, დაჭერი კვადრატებად და მოაყარე შაქრის პუდრა, მორთე ლიმონის ნაჭრებით და მიიტანე სუფრასთან.

ლიმონის დესერტი ცხობის გარეშე

ლიმონის ჰაეროვანი და არომატული ნამცხვარი გაალამაზებს თქვენს ზაფხულის დღეებს ქალაქად თუ აგარაკზე.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

მასალის გამოყენების პირობები