რას ვაკეთებთ არასწორად, რატომ ვერ ვიკლებთ წონაში
ზოგჯერ ყველაფერს აკეთებ წონის დასაკლებად: ზედმიწევნით იცავ კვების გეგმას, გულის ამოვარდნამდე ვარჯიშობ, ზედმეტ კილოგრამებს კი არაფერი აკლდება. “რატომ ვერ ვიკლებ წონას?” – ეკითხები საკუთარ თავს და გარშემო მყოფებს. მიზეზების ჩამონათვალი მრავალფეროვანია. წონის კლება ვარჯიშისა და დაბალკალორიული დიეტის გარდა არაერთ სხვა ფაქტორზეც არის დამოკიდებული.
ჭარბწონიანთა რიცხვი მთელ მსოფლიოში განუწყვეტლივ იზრდება. მრავალი მათგანი, მიუხედავად სურვილისა, მოტივაციისა, გამძლეობისა თუ ნაირ-ნაირი დიეტის მოსინჯვისა, უბრალოდ ვერ ახერხებს წონის დაკლებას.
გავრცელებული მოსაზრება, რომ წონის დასაკლებად საკმრისია, კალორიების რაოდენობა შევამციროთ და ფიზიკური დატვირთვა (კარდიოვარჯიში) გავზარდოთ, მცდარია. წონის კლება შესაძლოა სხვა ფაქტორებზეც იყოს დამოკიდებული, მოითხოვდეს ამა თუ იმ ჩვევის შეცვლას, ჯანმრთელობის ამა თუ იმ დარღვევის გამოსწორებას და სხვა.
თუმცა წონის კლების ხანმოკლე შეჩერება, მაგალითად, ერთიდან ოთხ კვირამდე, ნორმალურია და თითქმის ყველა დიეტას ახასიათებს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი კილოგრამების კლება ისევ უნდა გაგრძელდეს.
თუ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, წონას ვერ იკლებთ, მიზეზი შეიძლება იყოს რომელიმე ჩამოთვლილ ფაქტორთაგან.
ჭარბ წონას ჰორმონული დისბალანსიც იწვევს.
ჰორმონულ დარღვევებს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სიმსუქნის განვითარებაში და უკიდურესად გაართულოს წონის კლება – ჰორმონები ხომ შიმშილს, ცხიმოვანი ქსოვილი განაწილებას და ორგანიზმის მრავალ სხვა ფუნქციას აკონტროლებენ.
სტრესი დღევანდელი ცხოვრების თანამდევი პრობლემაა. ზოგი სტრესის დროს, ფაქტობრივად, არ ჭამს, ზოგი კი პირიქით, გაუაზრებლად იღებს რაც შეიძლება მეტ საკვებს. კვლევათა შედეგების საფუძველზე ვარაუდობენ, რომ მადის მატებაში ბრალი მიუძღვის ჰორმონ კორტიზოლს. სტრესის დროს ის ტვინს “გადარჩენის ბრძანებას” უგზავნის, ორგანიზმი თავის დაცვის რეჟიმში გადადის, რისთვისაც მეტი ენერგია სჭირდება, სტრესის ჩაწყნარების შემდეგ კი კორტიზოლი ზრუნავს იმაზე, რომ ორგანიზმა გამოთავისუფლებული ენერგიის მარაგი შეივსოს და ამ მიზნით მადის სტიმულირებას იწვევს.
გაიგეთ მეტი ჩვენს ტელეგრამ არხზე შემოგვიერთდით ტელეგრამზე: https://t.me/SheniEkimi
მასალის გამოყენების პირობები