ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

0
27
#post_seo_title

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვნი პროდუქტია, დაკონსერვებულიც კი ინახავს სასაგრბლო თვისებებს. ის შეუცვლელია ჯანსაღი კვების რაციონში. მწვანე დაკონსერვებული ბარდის სალათი ზამთარში კარგი გამოსავალია იმისთვის, რომ მივირთვათ ერთდროულად გემრიელიც და სასარგებლოც.

 

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

 

ბარდა გამოიყენება ბევრნაირი სალათის მომზადებისას, ამიტომ რჩევას მოგცემთ, რომ ყოველთვის იქონიოთ მაცივარში მორიგი ქილა. არა მარტო ბარდა, მარინადიც გამოიყენება გემრიელი მაიონეზიანი სალათის გასამზადებლად.

 

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

სალათი კვერცხით და კიტრით

შემადგენლობა

150 გ ჩინური კომბოსტო

3 კვერცხი

200 გრ დაკონსერვებული ბარდა

3 კიტრი

3 ს/კ. არაჟანი ან მაიონეზი

ახალი მწვანილი, მარილი გემოვნებით

დაჭერით კომბოსტო გრძლად, კიტრი და კვერცხი ოთხკუთხედებად, შეურიეთ ბარდა, არაჟანი ან მაიონეზი და შეაგემეთ მარილით და მწვანილებით.

 

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

ბარდის სალათი ბადრიჯნით

შემადგენლიბა:

1 დიდი ბადრიჯანი

2 კვერცხი

1 ხახვი

1 მჟავე კიტრი

100 გრ დაკონსერვებული ბარდა

2 ს/კ. მცენარეული ზეთი

ახალი მწვანილი, მარილი გემოვნებით

დაჭერით ბადრიჯანი და ხახვი, მოშუშეთ ზეთში, გააციეთ, დაამატეთ დაჭრილი კვერცხი, კიტრი, მწვანილი, დაამატეთ ბარდა, მარილი და სურვიისამებრ მაიონეზი.

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

 

სტაფილოთი და კვერცხით

შემადგენლობა:

2 კვერცხი

1 დიდი სტაფილო

50 გრ მაგარი ყველი

150 გ კონსერვირებული ბარდა

2 ს/კ.  არაჟანი ან მაიონეზი

1 ს/კ.  მდოგვი

2 კბილი ნიორი

1 სკ. სოიოს სოუსი

სტაფილო და ყველი გახეხეთ, დაუმატეთ დაჭრილი კვერცხი და ბარდა. შეანელეთ დანარჩენი პროდუქტებით.

 

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

ქათმის ხორცით და სოკოთი

შემადგენლობა:

350 გ მოხარშული ქათმის ფილე

3 კვერცხი

3 საშუალო კარტოფილი

1 ხახვი

1 სტაფილო

300 გ დაკონსერვებული სოკო

250 გრ დაკონსერვებული ბარდა

ახალი მწვანილი

მცენარეული ზეთი, მარილი გემოვნებით

კარტოფილი და კვერცხი მოხარშეთ, გააციეთ და დაჭერით კუბიკებად. სტაფილო გახეხეთ და ხახვთან ერთად მოშუშეთ. შეურიეთ მოხარშული გაწეწილი ქათმის ფილე, ბარდა, დაჭრილი სოკო. შეანელეთ მწვანილით და მარილით.

 

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

შავი ქლიავის ჩირით

შემადგენლობა:

150 გ გამოყანილი ან  მოხარშული ძეხვი

60 გრ შავი ქლიავის ჩირი

2 კიტრი

100 გრ დაკონსერვებული ბარდა

3 ს/კ.  მაიონეზი

ახალი მწვანილი, მარილი გემოვნებით

კიტრი, ჩირი და ძეხვი დაჭერით, დაამატეთ ბარდა, მწვანილი, მარილი და მაიონეზი.

 

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

სადღესასწაულო სალათი

შემადგენლობა

500 გ ღორის, ძროხის გული ან ქათმის გული

3 კვერცხი

2 საშუალო კარტოფილი

2 ხახვი

2 ახალი ან დაკონსერვებული კიტრი

50 გრ ყველი

300 გ სოკო

150 გ კონსერვირებული ბარდა

3 ს/კ. სოუსი

2 ს/კ. მცენარეული ზეთი

მარილი, მაიონეზი გემოვნებით

მოხარშეთ კარტოფილი და კვერცხი, გააციეთ და დაჭერით. გული დაჭერით და 30 წუთით სოუსში მოათავსეთ, შემდეგ მოშუშეთ ზეთში 5-10 წუთი და დაასხით 50 მლ წყალი და მოშუშეთ გამზადებამდე. სანამ გაცივდება, მოშუშეთ სოკო. დიდ ბლუდზე მორთეთ სალათი. ჯერ დაყარეთ გული, შემდეგ გახეხილი ყველი, ბარდა, სოკო, კარტოფილი, კიტრი და კვერცხი. ყველა ფენას მოასხით მაიონეზი.

 

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

გერმანული ლუდის სალათი ორცხობილით

შემადგენლობა:

100 გ შებოლილი ძეხვი

100 გრ ჭვავის კრეკერი

1 სტაფილო

1 დაკონსერვებული კიტრი

100 გრ დაკონსერვებული ბარდა ან ლობიო

მაიონეზი, მწვანილი, მარილი გემოვნებით

სტაფილო მოხარშეთ გააციეთ და დაჭერით, შეურიეთ დანარჩენი ინგრედიენტები და აურიეთ.

ბარდა – დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს წონაში კლებას.

 

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ