გულსართთან ერთად გამომცხვარი მჭადი, რომელიც ბევრს არ გაუსინჯავს.

0
30
#post_seo_title

დაგჭირდებათ:

სიმინდის ფქვილი 500 გრამი

წითელი ლობიო 200 გრამი

ხახვი, ქინძი, მარილი, ქონდარი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად.

სიმინდის ფქვილისგან მოვზილოთ ცომი. (შეგიძლიათ ნახევარი წყალი და ნახევარი ბორჯომი გამოიყენოთ, უფრო კარგი გამოდის).

ლობიო მოვხარშოთ , შევანელოთ და ამოვზილოთ.

ავიღოთ პატარა გუნდა, გავათხელოთ, ჩავდოთ ცოტა ლობიო, დავადოთ მეორე გათხელებული ცომი, კარგად  შევასწოროთ, რომ ლობიო არ ჩანდეს და გამოვაცხოთ საშუალო ცეცხლზე ზეთიან ტაფაზე.

შეგიძლიათ ლობიოს ნაცვლად გამოიყენოთ გახეხილი ყველი. გემრიელად მიირთვით!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ