სწორედ ასეთი ტორტის რეცეპტს ვეძებდი და ახლახანს აღმოვაჩინე დედაჩემის ჩანაწერების წიგნში!

0
193
#post_seo_title

გემრიელი შოკოლადის ტორტი

შემადგენლობა ცომისთვის:

1 ჭიქა რძე

2 ჭიქა შაქარი

3  ჭიქა ხორბლის ფქვილი

3 კვერცხი

1 ჩ/კ. საცხობი ფხვნილი

3 ს/კ. კაკაოს ფხვნილი

1 ჩ/კ. ვანილის შაქარი

ინგრედიენტები კრემისთვის:

250 მლ ნაღები ნებისმიერი ცხიმის შემცველობით

1 ჭიქა შაქარი

250 მლ არაჟანი

250 მლ ბუნებრივი იოგურტი

მომზადება:

ათქვიფეთ კვერცხი და შქარი, დაამატეთ ფქვილი და საცხობი ფხვნილი, შემდეგ რძე, ვანილი,კაკაო და ათქვიფეთ სქელი არაჟნის სისქის ცომი.

ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ ფორმაში ჩაასხით ცომი და გამოაცხეთ ღუმელში 200 გრადუსზე 35-40 წუთით.

 

სწორედ ასეთი ტორტის რეცეპტს ვეძებდი და ახლახანს აღმოვაჩინე დედაჩემის ჩანაწერების წიგნში! | შენი სუფრა

თბილ-თბილი გაჭერით შუაზე სიბრტყეზე.

მოამზადეთ კრემი:

ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი, დაამატეთ იოგურტი. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და შეურიეთ ამ მასას. კრემი მზად არის.

 

სწორედ ასეთი ტორტის რეცეპტს ვეძებდი და ახლახანს აღმოვაჩინე დედაჩემის ჩანაწერების წიგნში! | შენი სუფრა

შეაერთეთ ფირფიტები კრემით, წაუსვით ზემოდან და გვერდებზეც. შეგიძლიათ მორთოთ დაჭრილი თხილით, შოკოლადის მინანქრით, კენკრით.

author avatar
SheniSupra.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
READ  გარწმუნებთ, აღფრთოვანებული დარჩებით! მიირთვით ამერიკული ბლინები რძით, ჯემით ან არაჟნით!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ