მოამზადეთ ეს დაბალკალორიული და ნოყიერი მობრაწულა და გახდით “გემრიელად”!

0
29
#post_seo_title

დაბალკალორიული საკვები შეიძლება იყოს არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელიც. ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის მობრაწულა კეფირით – სწორედ ამის მშვენიერი მაგალითია.

ინგრედიენტები

500 გრ ბროკოლი

500 გრ ყვავილოვანი კომბოსტო

200 მლ კეფირი

50 გრ მაგარი ყველი

2 კვერცხის გული

მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

აადუღეთ წყალი, დაამატეთ ცოტაოდენი მარილი, ჩაყარეთ კომბოსტო 1 წუთით.

შემდეგ ჩაყარეთ ბროკოლი და კიდევ 1-2 წუთის განმავლობაში ხარშეთ.

 

მოამზადეთ ეს დაბალკალორიული და ნოყიერი მობრაწულა და გახდით “გემრიელად”!

ათქვიფეთ კეფირი, კვერცხის გული, დაუმატეთ მარილი და პილპილი.

 

მოამზადეთ ეს დაბალკალორიული და ნოყიერი მობრაწულა და გახდით “გემრიელად”!

წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი, მოათავსეთ კომბოსტო და ბროკოლი, მოასხით კეფირის მასა.

გახეხეთ ყველი და მოაყარეთ ბოსტნეულს.

შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით.

კერძი მაქსიმალურად დაბალკალორიული რომ გამოვიდეს, გამოიყენეთ 1%-იანი კეფირი. გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ