დახვეწილი, დელიკატური კრემი “შარლოტა”, რომელიც კარგად ინახება მაცივარში.

0
30
#post_seo_title

კრემი “შარლოტა”

შემადგენლობა

კარაქი 200 გ

კვერცხი 2 ც.

შაქარი 4 ს/კ.

რძე 100 მლ

ვანილი და კონიაკი გემოვნებით

მომზადება

პროდუქტები წინასწარ მოათავსეთ ოთახის ტემპერეტურაზე.

ათქვიფეთ კვერცხი ვანილთან და შაქართან ერთად. დაუმატეთ რძე და კვლავ ათქვიფეთ.

მასა ჩაასხით ქვაბში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. ურიეთ განუწყვეტლივ გასქელებამდე. არ უნდა აადუღოთ. როცა შესქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ.

მიქსერით ათქვიფეთ შერბილებული კარაქი გათეთრებამდე, დაუმატეთ კვერცხიან-რძიანი მასა და ათქვიფეთ კრემი კარგად, სანამ მასა ერთგვაროვანი გახდება. ბოლოს, სურვილისამებრ დაუმატეთ ალკოჰოლი, კონიაკი ან რომი.

კრემი შეგიძლიათ მაშინვე გამოიყენოთ ან მაცივარში შეინახოთ არაუმეტეს 4 დღისა. ძალიან უხდება ტორტებს, ეკლერს, შუს, საზაფხულო დესერტებს.

მასალის გამოყენების პირობები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ