ეს დესერტი თურქულ სამზარეულოში მე-15 საუკუნეში გამოჩნდა. ამ დესერტის უამრავი რეცეპტი არსებობს, სხვადასხვა შევსებით. ამჯერად გვინდა, რომ გაგახაროთ მარტივი რეცეპტით შოკოლადის შტრუდელისთვის, მსხლით, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება შეიცვალოს ვაშლით.
შოკოლადის შტრუდელი
ინგრედიენტები
ხორბლის ფქვილი 220 გ
კაკაოს ფხვნილი 40 გრ
წყალი 110 მლ
მარილი
კვერცხი 1 ცალი.
კარაქი 150 გრ
მსხალი 6 ცალი
ყავისფერი შაქარი 150 გრ
ნუში გემოვნებით
მომზადება
გააცხელეთ წყალი, გაადნეთ მასში 120 გრ კარაქი. კვერცხი მსუბუქად ათქვიფეთ მარილთან ერთად და დაამატეთ იგი წყალში. ჩაასხით ნარევი კაკაოს ფხვნილში შერეულ ფქვილში. მოზილეთ ცომი და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში.
ცომი გავყოთ 2 ნაწილად, თითოეული ნაწილი გაათხელეთ თხელ ფენად. გაათეალეთ მსხალი და დაჭრით წვრილ ნაჭრებად.
თითოეულ ცომის ფურცელზე მოათავსეთ მსხლის ნახევარი, შემდეგ მოაყარეთ ქიშმიში, დარიჩინი, ყავისფერი შაქარი და დაფქვილი ნუში.
გათხელებული ცომი გულსართით გადაახვიეთ რულეტივით. მოათავსეთ შტრუდელი პერგამენტით დაფარულ საცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ დესერტი 50 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. გამოცხობისას, შტრუდელს 3 ჯერ გადაუსვით დარჩენილი ცხიმი.
კარგად გააციეთ და ისე დაჭერით. ზემოდან შეგიძლიათ შაქრის პუდრით მორთოთ. გემრიელად მიირთვით.