რეცეპტი საოცრად ფაფუკი ღვეზელებისთვის საფუარის გამოყენების გარეშე. შესანიშნავია შაბათ-კვირის საუზმეზე! პურის შესანიშნავი ალტერნატივაა!

0
101
#post_seo_title

ბავშვობაში ბებია ხშირად მანებივრებდა ასეთი ფუმფულა ღვეზელებით. მახსოვს, როგორ მოუთმენლად ველოდებოდი მათ შეგრილებას. ახლა მე ჩემს ალობლებს ვუცხობ ყოველ კვირას და ისინი ძალიან ბედნიერები არიან. კეფირის ღვეზელის მირთმევაც და მომზადებაც სასიამოვნოა: ცომი ფაფუკი გამოდის, სწრაფად იზილება, მასთან მუშაობა ადვილია. გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი, დამრაწული ღვეზელები, რომელიც პურის შესანიშნავი ალტერნატივაა.

ფუმფულა ღვეზელები კეფირიანი ცომით და გულსართით

რეცეპტი საოცრად ფაფუკი ღვეზელებისთვის საფუარის გამოყენების გარეშე. შესანიშნავია შაბათ-კვირის საუზმეზე! პურის შესანიშნავი ალტერნატივაა! | შენი სუფრა

ინგრედიენტები ცომისთვის

500 მლ კეფირი ნებისმიერი ცხიმიანობის

1 ჩ.კ. სოდა

1 კვერცხი

5 ს.კ. ზეთი

500-600 გ ფქვილი

50 გ კარაქი

მარილი გემოვნებით

ინგრედიენტები გულსართისთვის(სხვადსხვა ვარიანტისთვის)

ძეხვი ან ლორი ყველით

ჩაშუშული სოკო

ჩაშუშული კომბოსტო

კარტოფილის პიურე

ხაჭო მწვანილით

მომზადება

 

კეფირი შეურიეთ წყალს, კვერცხს და 2 ს.კ. ზეთს. ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და რბილი ცომი მოზილეთ. მოაყარეთ ფქვილი ცომს და დააფარეთ ტილო. დატოვეთ 10 წუთი.

რეცეპტი საოცრად ფაფუკი ღვეზელებისთვის საფუარის გამოყენების გარეშე. შესანიშნავია შაბათ-კვირის საუზმეზე! პურის შესანიშნავი ალტერნატივაა! | შენი სუფრა

 

ცომი 8-9 ნაწილად გაყავით. თითოეული 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ, დაადეთ წინასწარ მომზადებული გულსართი, დაამაგრეთ ნაპირები, დაყოვეთ 2-3 წუთი დასასვენებლად.

რეცეპტი საოცრად ფაფუკი ღვეზელებისთვის საფუარის გამოყენების გარეშე. შესანიშნავია შაბათ-კვირის საუზმეზე! პურის შესანიშნავი ალტერნატივაა! | შენი სუფრა

სანამ ღვეზელები ისვენებს, გააცხელეთ ტაფაში  მცენარეული ზეთი. შემდეგ შეწვით ორივე მხრიდან სახურავის ქვეშ.

რეცეპტი საოცრად ფაფუკი ღვეზელებისთვის საფუარის გამოყენების გარეშე. შესანიშნავია შაბათ-კვირის საუზმეზე! პურის შესანიშნავი ალტერნატივაა! | შენი სუფრა

 

გაადნეთ კარაქი და თითოეულ მზა ღვეზელს ზემოდან წაუსვით, შეგიძლიათ მოაყაროთ მარილი. მოათავსეთ წყობაში, გადააფარეთ პირსახოცი და გააჩერეთ 10-15 წუთი.

არაჩვეულებრივად მადისაღმძვრელი, გემრიელი და ფუმფულა ღვეზელებია სხვათა შორის, ეს ცომი შევსების გარეშე, ტკბილიც უგემრიელესია, უბრალოდ დაამატეთ ორიოდე კოვზი შაქარი ცომს ან მოაყარეთ მზა ღვეზელს.

 

 

READ  ბლინის ცომის 10 პოპულარული ვარიანტი! დროა გააფართოვოთ კულინარიული ჰორიზონტები!

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ