გიზიარებთ შესანიშნავი საუზმის რეცეპტს, რომელსაც ბავშვები ორი ყბით ილუკმებიან.

0
99
#post_seo_title

შვრიის ღვეზელი კენკრით

ყოველ დილით დიასახლისები ფიქრობენ იმაზე, თუ რა მოამზადონ საუზმეზე. ამ კითხვას ყველაზე ხშირად სვამენ დედები, რომელთა შვილებიც უარს ამბობენ შვრიის ფაფის ჭამაზე. შეგიძლიათ მასში იმდენი დანამატი ჩაყაროთ, რამდენიც გსურთ (თაფლი, ჯემი, კენკრა), მაგრამ ბავშვები მაინც იტყვიან “არა”. მაგრამ ამ სიტუაციიდან გამოსავალი არსებობს.

ამ ღვეზელის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი, ბევრი დრო და ძალისხმევა. არომატული ნამცხვრების ეს მარტივი რეცეპტი ნამდვილად გაგაოცებთ თავისი ორიგინალური გემოთი. და რა შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე ჯანსაღი საუზმე, რომლის მომზადებაც მარტივად შეგიძლიათ?

ინგრედიენტები:

რძე 400 მლ

200 გრ შვრიის ფაფა

2 კვერცხი

40 გრ შაქარი

1 ვაშლი

50 გრ კენკრა

10 გ გამაფხვიერებელი

მწიკვი მარილი

50 გრ კარაქი

მომზადების ეტაპები:

შვრიის ფაფას დაასხით რძე ოთახის ტემპერატურაზე. საფუძვლიანად აურიეთ და დატოვეთ 10 წუთი.

გიზიარებთ შესანიშნავი საუზმის რეცეპტს, რომელსაც ბავშვები ორი ყბით ილუკმებიან. | შენი სუფრა

შემდეგ ათქვიფეთ კვერცხები შაქართან ერთად. დაამატეთ მარილი და გამაფხვიერებელი.

გიზიარებთ შესანიშნავი საუზმის რეცეპტს, რომელსაც ბავშვები ორი ყბით ილუკმებიან. | შენი სუფრა

ისევ აურიეთ შვრიის ნარევი და ჩაასხით მასში ათქვეფილი კვერცხი. აურიეთ ყველაფერი საფუძვლიანად.

გიზიარებთ შესანიშნავი საუზმის რეცეპტს, რომელსაც ბავშვები ორი ყბით ილუკმებიან. | შენი სუფრა

საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ჩაასხით მასში ცომი. გააფორმეთ კენკრით და დაჭრილი ვაშლით. ზემოდან დააქუცმაცეთ კარაქის პატარა კუბიკები და მოათავსეთ მომავალი ღვეზელი 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

გიზიარებთ შესანიშნავი საუზმის რეცეპტს, რომელსაც ბავშვები ორი ყბით ილუკმებიან. | შენი სუფრა

როგორც კი გაცივდება, შეგიძლიათ უსაფრთხოდ მიირთვათ. უმჯობესია მიირთვათ ასეთი არომატული ნამცხვრები ჩაით ან რძით. ფქვილის გარეშე ნამცხვარი ისეთი ნაზი გამოდის, რომ პირში უბრალოდ დნება! გაფრთხილებთ, რომ ბავშვები უფრო მეტს მოითხოვენ. გააზიარეთ კომენტარებში, თუ ოდესმე მსგავსი ღვეზელი გაგიკეთებიათ.

 

READ  ბერძნული სალათი სახლის პირობებში

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ