ყველას გვიყვარს სწავლისა თუ მუშაობის შუალედებში წახემსება, ან ფილმის ყურებისას საყვარელი სასუსნავი.
თუმცა, წახემსება და “სნექები” ხშირად გაიგივებულია ტკბილეულთან, ჩიფსებთან და სხვა მსგავს პროდუქტებთან, რომლებიც სიჯანსაღით ვერ დაიკვეხნის. არადა, უამრავი სასარგებლო “სნექის” მირთმევა შეგვიძლია, რომელიც გემრიელია, ჯანსაღია და გვამარაგებს სასარგებლო ნივთიერებებით.
თხილეული და ჩირი
თხილეული და ჩირი – იდეალური სასუსნავი.
თხილი, ნიგოზი, ნუში, მიწისთხილი, ქეშიუ და სხვა თხილეული მდიდარია სასარგებლო ცხიმით, ცილითა და ბოჭკოთი. ამიტომ, მათი მირთმევის შემდეგ დანაყრების გრძნობა უფრო დიდხანს მიგვყვება. ამასთანავე, მათი თან ტარება მარტივია და არ საჭიროებს მაცივარში შენახვას. შეგიძლიათ თან იქონიოთ ან დატოვოთ სამსახურის უჯრაში და მიირთვათ, გემრიელი სასუსნავი, როდესაც წახემსება მოგინდებათ.
დღის განმავლობაში 30 გრამი (ერთი მუჭა) თხილეულის მირთმევა დადებითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე.
კიტრი და ჰუმუსი – სასარგებლო სასუსნავი
კიტრისა და ჰუმუსის დუეტი ჯანსაღი, ნოყიერი და სასარგებლო ხემსია, რომელსაც შეუძლია წვლილი შეიტანოს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. თუ კიტრი არ გაქვთ, ჰუმუსს ასევე ძალიან უხდება სტაფილო და ბულგარულის ჩხირები.
მასალის გამოყენების პირობები