დე ვიტამინი ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის სწორი ფუნქციონირებისთვის.
ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჯანსაღი ძვლების, კბილების და კუნთების შენარჩუნებაში. დე ვიტამინი ასევე მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის რეგულირებისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია გარკვეული სახის კიბოს, გულის დაავადებებისა და დიაბეტის რისკის შემცირება.
დე ვიტამინი და მისი მნიშვნელობა ჩვენი ორგანიზმისთვის
ხშირად D ვიტამინი მოხსენიებულია როგორც “მზის ვიტამინი”. ეს სტეროიდული ჰორმონი 200-ზე მეტი გენის ფუნქციას არეგულირებს.
დე ვიტამინი თამაშობს გადამწყვეტ როლს ორგანიზმში და გავლენას ახდენს სხვადასხვა ფიზიოლოგიურ პროცესებზე. აქ მოცემულია რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ რა გავლენას ახდენს დე ვიტამინი:
ძვლების ჯანმრთელობა: ვიტამინი D ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებასა და გამოყენებაში, რაც მნიშვნელოვანია ძვლების “ასაშენებლად” და ფუნქციურ მდგომარეობაში შესანარჩუნებლად. D ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ძვლების დასუსტება, რაც ზრდის მოტეხილობების და ოსტეოპოროზის რისკს.
იმუნური ფუნქცია: მას ძალიან დიდი როლი აქვს იმუნური სისტემის მოდულაციაში. ვიტამინი ორგანიზმის ეხმარება გარკვეული ინფექციებისა და აუტოიმუნური დაავადებების რისკის შემცირებაში
კუნთების ფუნქცია: დე ვიტამინი მნიშვნელოვანია კუნთების ფუნქციონირებისთვის. განსაკუთრებით ხანდაზმულებს ექმნებათ კუნთების პრობლემა, ხოლო დ ვიტამინი ამცირებს გართულებების რისკს.
გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობა: ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების თავიდან არიდებაში. აუმჯობესებს არტერიული წნევას და ხელს უწყობს ანთების შემცირებას..
რომელი დე ვიტამინის შემცველი პროდუქტი?
მზე ძირითადი წყაროა, მაგრამ მოიძებნება დე ვიტამინის შემცველი საკვები, რომლებიც აუცილებელია, რომ ჩვენი ჯანსაღი კვება გამრავალფეროვანდეს.
ესენია: ცხიმიანი თევზი. კვერცხი, სოკო.
მასალის გამოყენების პირობები