თუკი ჯანსაღი კვება თქვენი არჩევანია, ნატურალური ხილი აუცილებლად უნდა შეიტანოთ რაციონში,
მით უფრო, რომ საქართველოში სეზონური ხილით მთელი წლის განმავლობაში განებივრებულები ვართ. მართალია, ბევრი ადამიანი, წონის მომატების შიშით, ხშირად გვერდს უვლის სოფლის პროდუქტით სავსე დახლებს, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან არსებობს ხილი, რომელიც არ ასუქებს. აი, მაგალითად:
ვაშლი
ენერგეტიკული ღირებულება 52 კკალ 100 გრ. ვაშლი დაბალკალორიული ხილია, მდიდარი უჯრედისებით, ორგანული მჟავებით, შეიცავს კალიუმს, კალციუმს, ნატრიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, იოდსა და რკინას, ამასთან ერთად A, B1, B3, PP, C და სხვა ჯგუფის ვიტამინებს.
ვაშლის დღეები შესანიშნავი მიგნებაა წონაში კლებისათვის, ის შეიცავს დღიურად მისაღები მინერალებისა და ვიტამინების ფართო სპექტრს და უჯრედისების წყალობით, ამცირებს შიმშილის შეგრძნებას. დიეტოლოგები ხშირად ურჩევენ ხოლმე განტვირთვის დღეების ვაშლით მოწყობას მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებთ.
ერთი შთამბეჭდავი ვაშლი წონით 223 გრამს, ხოლო კალორიულობით 116 გრამს არ აღემატება, რაც კიდევ ერთი დამატებით ბონუსია მოდიეტებისათვის.
ატამი
ენერგეტიკული ღირებულება: 40მიუხედავად იმისა, რომ ტკბილი, წვნიანი და გემრიელია, ატამი დაბალკალორიული, დიეტური ხილი გახლავთ – შეიცავს ბუნებრივ შაქარს, რომელიც არ ზრდის სისხლში შაქარის ან ინსულინის დონეს. ეს განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სურს.
ატამი მდიდარია ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალებით და მიკროელემენტებით (სელენი, კალიუმი და ფოსფორი), რომლებიც თანამედროვე ადამიანის რაციონს ასე აკლია. დიეტის დროს რეკომენდებულია დღეში 500-600 გრამის მიღება.
ჟოლო
ენერგეტიკული ღირებულება: 38 კკალ 100 გრ. ეს კენკროვანი კულტურა გამორჩეულია ნაზი და არომატული ნაყოფით. ჟოლო, ისევე როგორც, ზოგადად, კენკროვანი ხილი, მდიდარია A, B, C, D, E, PP ჯგუფების ვიტამინებით და მინერალებით: კალიუმით, კალციუმით, მაგნიუმით, ფოსფორით, რკინით.
A, E, PP და B2 ვიტამინები პასუხს აგებს კანის ელასტიკურობაზე და, რაც მთავარია, ზედმეტ წონას ებრძვის.
მასალის გამოყენების პირობები