ბევრისთვის ტკბილეული საყვარელი ნუგბარი და მთელი დღით პოზიტიური განწყობის შექმნის საუკეთესო საშუალებაა.
თუმცა, ტკბილი საკვები ყოველთვის სასარგებლო არაა და ფიგურასაც სერიოზულ ზიანს აყენებს. თუ ტკბილეულის მირთმევა წონისთვის ზიანის მიყენების გარეშე გსურთ, ყურადღება სასარგებლო პროდუქტს მიაქციეთ, რომელიც გემრიელიცაა და თქვენს ფიგურასაც გაუფრთხილდება. თუმცა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ რაც არ უნდა სასარგებლო იყოს ტკბილეული, მისი მირთმევა მაინც ზომიერადაა საჭირო, რადგან გადაჭარბებული მოხმარება კილოგრამების მატებასთან ერთად ცელულიტის და კანქვეშა ცხიმის დაგროვების მიზეზიც ხდება.
ხალვა უძველესი დროიდან ითვლება კანის გაახალგაზრდავების საუკეთესო საშუალებად, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობასაც აუმჯობესებს. ხალვას, რომელსაც ხშირად იყენებენ კოსმეტოლოგიაში, არბილებს და იცავს კანს ნაოჭებისგან, ასე რომ მისი არა მხოლოდ მირთმევაა სასარგებლო, არამედ სახლის პირობებში კოსმეტიკური ნიღბის მომზადებისთვისაც.
აღმოსავლეთში არსებობს მოსაზრება, რომ ჰალვას ზომიერი მოხმარება ხელს უწყობს ძალების აღდგენას. ასევე ეს ტკბილი საკვები ეფექტურად ებრძვის თავის ტკივილს, დასუსტებულ იმუნიტეტს და გაციების პირველი ნიშნებს.
მასალის გამოყენების პირობები