ხილ-ბოსტნეულის დაკონსერვება ძალზე ეკონომიური საშუალებაა საიმისოდ, რომ ზამთრის ცივ დღეებში ოჯახის წევრებს ხარისხიანი და ყუათიანი საკვებით გავუმასპინძლდეთ.
ამას მხოლოდ ჩვენ კი არა, ფინანსურად ბევრად უფრო წელგამართული ქვეყნის სპეციალისტებიც აღიარებენ. თუ ქალის შრომას არ ჩავთვლის ხილისა და ბოსტნეულის მომარაგება ოჯახს ორჯერ უფრო ნაკლები უჯდება, ვიდრე კომერციული კონსერვების შეძენა. ისიც სათქმელია, რომ განსაკუთრებული რეცეპტებით კონსერვების მომზადება მრავალი ქალისთვის სასიამოვნო საქმიანობა და თავის მოწონების საშუალებაა.
თუმცა არსებობს საფრთხე, რომლის შესახებაც სტატიიდან შეიტყობთ
მიზეზი მრავალია. ყველაზე ხშირად ქილაში მოხვედრილი მიკროორგანიზმები – ბაქტერიები, საფუარისა და ობის სოკოები – იწყებენ გამრავლებას. შესაძლოა, ამას თვითონ საკვებში არსებული ფერმენტების საქმიანობაც დაემატოს, სხვადასხვა კომპონენტი ჟანგბადთან რეაქციაში შევიდეს და აშ. მიკროორგანიზმები საკვების ზედაპირზე და ჭიანი და დაჟეჟილი საკვების შიგნითაც ცხოვრობენ და სწრაფად მრავლდებიან.
მიკროორგანიზმების უმეტესობა დუღილის დროს იშლება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ვერც ასეთი უსიამოვნება აკლებს რამეს. არსებობს მრავალო სახეობის ბაქტერიები რომელიც ჩვეულებრივ პირობებში დუღილს რამდენიმე საათიც კი უძლებს. იგი ნიადაგის მიკროფლორის წარმომადგენელია, ასევე ხშირად ბინადრობს ცხოველებისა და თევზების ნაწლავებში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში ბოტულიზმს ყველაზე ხშირად იწვევს შებოლილი თევზი და სახლში დაკონსერვებული ბოსტნეული: დანდური, ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, პომიდორი, კიტრი, წიწაკა, სტაფილო, აგრეთვე – დაკონსერვებული სოკო, იშვიათად – სახლში დამზადებული კომპოტიც (მარწყვისა, ალუბლისა, მსხლისა), თუ მასში შაქრის შემცველობა მცირეა.
დაავადება იმდენად მძიმეა, რომ მცირედი რისკიც კი გაუმართლებელია, ამიტომ სიფრთხილის ზომები ზედმიწევნით უნდა დავიცვათ. საკონსერვე პროდუქტი აუცილებლად ახალი და საღი უნდა იყოს. ამერიკელების მონაცემებით, თუნდაც გულმოდგინე გარეცხვისას საკვების ზედაპირს ბოტულიზმის გამომწვევთა მხოლოდ მცირე რაოდენობა სცილდება, გათლისას და გაფცქვნისას კი საკმაოდ დიდი. მაგრამ გადამწყვეტი მჟავე კიტრი, პომიდორი ჯობს ტრადიციულად, მოუხუფავად მოვამზადოთ.