შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: ქართული ღვინო – რასთან ერთად უნდა მივირთვათ
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივისასმელებისიახლეები

ქართული ღვინო – რასთან ერთად უნდა მივირთვათ

ქართული ღვინო - რასთან ერთად უნდა მივირთვათ
{"remix_data":[],"remix_entry_point":"challenges","source_tags":["local"],"origin":"unknown","total_draw_time":0,"total_draw_actions":0,"layers_used":0,"brushes_used":0,"photos_added":0,"total_editor_actions":{},"tools_used":{"transform":2},"is_sticker":false,"edited_since_last_sticker_save":true,"containsFTESticker":false}
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 3, 2025
გაზიარება
გაზიარება

საქართველოში ჯერ კიდევ მყარია განუზომელი რაოდენობით ღვინის სმის ტრადიცია

და ამიტომაც, ზოგიერთ სუფრასთან ცოტათი სასაცილო ჩანს ხოლმე ღვინისა და კერძის შეხამებაზე საუბარი და რესტორანში ამა თუ იმ კერძთან რომელიმე კონკრეტული ღვინის შეკვეთამ ზოგიერთ თანამეინახეს შესაძლოა ღიმილიც მოჰგვაროს. ჩვენთან ძალზე უცნაურ კატეგორიებადაა ღვინოები დაყოფილი და იმის ნაცვლად, რომ ისინი ერთმანეთისგან უფრო მყარი კრიტერიუმების საფუძველზე გავარჩიოთ, მას ძირითადად ე.წ. “საქეიფო” და “საწრუპავ” ქვეჯგუფებში ვათავსებთ. როგორც ჩანს, ქართველებს ასე უფრო გვიადვილდება ცხოვრება. ღვინის მრავალფეროვანი სამყაროს უკეთ აღსაქმელად, მხოლოდ ორი კატეგორიით ვიფარგლებით, რადგან უფრო მეტი, თავგზას გვიბნევს.

Contents
  • საქართველოში ჯერ კიდევ მყარია განუზომელი რაოდენობით ღვინის სმის ტრადიცია
    • იხილეთ ასევე

მაგალითად კახურ საქეიფო ღვინოდ ითვლება რქაწითლიდან დაწურული, კახური ტიპის ტანინიანი ღვინო, ქართლში ჩინური ან გორული მწვანე, იმერეთში ე.წ. ციცქა-ცოლიკოური, რაჭაში წულუკიძის თეთრა და ცოლიკოური, ხოლო გურიაში ადესასაც კი მიიჩნევენ საქეიფო ღვინოდ. ასეთი ღვინო, როგორც წესი, ჩამოსასხმელია, გლეხის ან ქარხნული, ვყიდულობთ საშუალოდ 1.50-2 ლარად ან ნათესავები გვიკითხავენ “რაიონებიდან” (ნელ-ნელა ბოთლის “საქეიფო” ღვინოც იბრუნებს თავის ძველ სტატუსს). ამ საქეიფო ღვინის ძირითად მომხმარებლისთვის არც წარმოშობაა მნიშვნელოვანი, არც ვენახის ადგილმდებარეობა და მით უმეტეს, არც ტექნოლოგია. მთავარია დიდი რაოდენობით ისმებოდეს და შედარებით ლმობიერი “პახმელია” ჰქონდეს, და გარდა ამისა, კარგ რეაქციაში შედიოდეს ბაჟესთან, ტყემალთან და საცივის წვენთან –ღვინის ეს თვისება მაშინ გამოაშკარავდება ხოლმე, როცა რომელიმე ახირებული თამადა ყველაფერ ამას ერთიანად ჩაუძახებს ჯერ ვეებერთელა “განსხვავებულში”, შემდეგ კი სტომაქში.

რჩევები: უბრალოდ მოვნიშნოთ წყვილები და საუკეთესო შეხამებები, ანუ ერთი მხრივ, ღვინო, რომელიც ხაზს უსვამს კერძის ღირსებებს და მეორე მხრივ, საჭმელი, რომელიც ამათუიმ ღვინის უკეთ დაგემოვნებაში გვიწყობს ხელს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ძირითადი წესებიც, რათა თავიდან ავიცილოთ კურიოზული შემთხვევები, როცა მშრალ წითელ ღვინოს შოკოლადს აყოლებენ ხოლმე, ან კახური ტიპის თეთრ ღვინოს კრემიან ნამცხვარს.

READ  როგორ ვიკვებოთ სწორად - ექსკლუზიური ინტერვიუ კვების ქოუჩთან და Foodbloger სოფია პაპავასთან

– ცნობილია, რომ წითელი მშრალი ღვინო ძალიან ხშირად არ უხდება თევზს, რადგან ეს უკანასკნელი სასმელს ლითონის მომწარო გემოს აძლევს (თუმცა, წითელ ღვინოში მომზადებულ თევზთან ზოგიერთი თხელი წითელი ღვინო საინტერესო წყვილს ქმნის).

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

– უხეში ტექსტურის ხორცი, რომელიც ხანგრძლივ ღეჭვას საჭიროებს, – განსაკუთრებით, საქონლის ბიფშტექსი, – მშვენივრად არბილებს ტანინების გემოს, აქედან გამომდინარე, წითელი ღვინო სჯობს სუფრაზე წითელი ფერის ხორცეულთან მივიტანოთ, თეთრი ღვინო კი თევზისა და ხორცის თეთრ სახეობებთან ერთად.

ქართული ღვინო კერძებთან ერთად სუფრაზე

– როცა ცხვრის, საქონლის ხორცი და ნანადირევი მარტივად, ყველანაირი შეკმაზვებისა და რთული სოუსების გარეშეა მომზადებული, უკეთესია მათთან ძვირფასი დავარგებული წითელი ღვინო მივირთვათ (ასევე, შემწვარი ინდაურისა და ღორის ხორცთანაც).

– თევზისა და კვერცხის კერძების უმეტესობას თეთრი ღვინო უხდება, პარკოსანი კულტურებისგან მომზადებულს კი –მსუბუქი წითელი.

წყარო

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

იხილეთ ასევე

  • ხორცის გალღობის ხერხები
  • ინდოეთი, მექსიკა, სპარსეთი თუ საქართველო – იცი, რომელია საცივის ქვეყანა?
  • თევზის კულტურა -საქართველოში თევზის მოხმარება 10%-ით გაიზარდა
  • როგორ გავშალოთ სუფრა ოფიციალური მიღებისთვის
  • ჰიმალაის ვარდისფერი მარილი და მისი სასარგებლო თვისებები
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ბროკოლის სალათი ბროწეულითა და ბარდით – ჯანსაღი რეცეპტი 2026
წიწიბურის ფქვილის მითები წონის დაკლების შესახებ – რა არის რეალობა?
აზიური ხემსის რეცეპტი არტერიული წნევის შესამცირებლად
ის, რაც ქლიავის შესახებ უნდა იცოდეᲗ
ჯანსაღი ბურგერის უგემრიელესი ვარიაცია – მოგვყევით 👌
TAGGED:რჩევებიქართული კერძებიქართული ღვინოღვინოჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია უგემრიელესი ნამცხვარი “ყარაყუმი”, რომელიც ნამდვილად მოგეწონებათ! უგემრიელესი ნამცხვარი “ყარაყუმი”, რომელიც ნამდვილად მოგეწონებათ!
შემდეგი სტატია როგორ შევქმნათ თანამედროვე სამზარეულო? 2024 წლის ტენდენციები როგორ შევქმნათ თანამედროვე სამზარეულო? 2024 წლის ტენდენციები
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?