ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიბრიტანული ღვინის პროფესიონალები ქართველ მეღვინეებს კახეთში ესტუმრნენ

ბრიტანული ღვინის პროფესიონალები ქართველ მეღვინეებს კახეთში ესტუმრნენ

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.

ბრიტანელი იმპორტიორების, საცალო მოვაჭრეების, ბაიარებისა და სომელიეებისგან შემდგარი ჯგუფის წევრები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთში ეწვივნენ, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნეს. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე ბრიტანელი სტუმრები 20 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნენ.

„აღფრთოვანებული ვიყავი ქართული ღვინის ისტორიით; ამიტომ, წარმოდგენა მქონდა ქართული ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებულ ღვინოზეც. საქართველოში მართლაც საუცხოო ღვინოებია, აქ არიან საუკეთესო ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ღვინოს ჯერ კიდევ უნარჩუნებენ ქართულ ორიგინალურ, ავთენტიკურ სახასიათო თავისებურებას. ახლა მე შემიძლია, სახლში დაბრუნებულმა, ჩემს ხალხს გავაცნო ქართული ღვინო, რომელიც აქ აღმოვაჩინე“ – აღნიშნა ჯგუფის წევრმა მაიკ ბოინმა.

დიდი ბრიტანეთი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა, რომელიც 2014 წლიდან გამოიკვეთა როგორც ქართული ღვინის ექსპორტის ერთ-ერთი პოტენციურად მზარდი სტრატეგიული ბაზარი. დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის კომპანიასთან „Swirl Wine Group LTD“ 2015 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის იანვარ-მაისში ბრიტანეთში ექსპორტირებული იყო 142 ათასი ლიტრი ღვინო; ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12% შეადგინა.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
სისტემატური გლუკოზის მონიტორინგი (CGM): ახალი გზა სისხლში შაქრის კონტროლისთვის- საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

სისტემატური გლუკოზის მონიტორინგი (CGM): ახალი გზა სისხლში შაქრის კონტროლისთვის- საინფორმაციო ბუკლეტი (დიაბეტის მართვა)

ოქტომბერი 21, 2024
„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

„რომ ვუყურებ ვფიქრობ: ღმერთო, ამდენი წელი შენ გელოდებოდი…საოცრებაა“ – ნინო თოლორდავა ახალბედა დედობაზე

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
„დიდება ბრძანი” – საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიცია რაჭაში

„დიდება ბრძანი” – საუკუნეების განმავლობაში შემონახული ტრადიცია რაჭაში

ოქტომბერი 21, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები