შეიძლება თუ არა შამპანური ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო სასმელად ჩაითვალოს?
კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს ალკოჰოლური სასმელი დიდი რაოდენობით შეიცავს პოლიფენოლებს. ეს ნივთიერება აფართოებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს თავის ტვინსა და გულში სისხლის მიწოდების გაუმჯობესებას. ასევე, შამპანურის ზომიერი მოხმარება შეძლებს დაეხმაროს ჰიპერტონიკებს თავი დააღწიონ ამ დაავადებას.
ჯანმრთელობის სამკურნალო ეფექტს იძლევა არა მარტო ელიტარული ხარისხის ფრანგული შუშხუნა ღვინო, არამედ ფასით ხელმისაწვდომი შამპანური.
შამპანური შეიძლება მიირთვათ მსუბუქ საუზმესთან ერთად – ყველი, მშრალი ორცხობილა. მშრალი და ნახევრად მშრალი შამპანური შეიძლება დალიოთ, როგორც სადილად, ვახშამზე, ასევე ძალიან უხდება დესერტს.
მასალის გამოყენების პირობები