შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გაგაცნობთ ქართული ჩირეულის საწარმოს – “იმერეთნო”
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
ექსკლუზივისიახლეებისხვა-ამბები

გაგაცნობთ ქართული ჩირეულის საწარმოს – “იმერეთნო”

გაგაცნობთ ქართული ჩირეულის საწარმოს - "იმერეთნო"
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: ივლისი 30, 2026
გაზიარება
გაზიარება

მედია ჰოლდინგი “შენი” განაგრძობს ქართული სტარტაპის მხარდაჭერას.

ამჯერად წარმოგიდგენთ  კიდევ ერთ წარმატებულ ქართულ სტარტაპს – ,,იმერეთნო’’, რომელმაც ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და ნაბიჯ-ნაბიჯ განგრძობს ზრდასა და გავნითარებას.

“იმერეთნო” ძირითადად ნატურალურ, 100 %-ით უშაქრო სხვადასხვა ხილის ტყლაპს და ჩირს აწარმოებს. ის გახლავთ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც წარმოებაში ჩაუშვა ქართული “ჩირის ბოქსები.”

Contents
  • მედია ჰოლდინგი “შენი” განაგრძობს ქართული სტარტაპის მხარდაჭერას.
  • ამჯერად წარმოგიდგენთ  კიდევ ერთ წარმატებულ ქართულ სტარტაპს – ,,იმერეთნო’’, რომელმაც ბაზარზე გამოჩენისთანავე დიდი მოწონება დაიმსახურა და ნაბიჯ-ნაბიჯ განგრძობს ზრდასა და გავნითარებას.
    • იხილეთ ასევე

 როგორ შეიქმნა  ოჯახური ბიზნესი, რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწიათ და რა სამომავლო გემები აქვთ …. ამის შესახებ ,,იმერეთნოს’’ დამფუძნებელი მაკა ვაზაგაშვილი გვესაუბრა:

– რას აწარმოებს თქვენი სტარტაპი? ძირითადი აქცენტი გვაქვს ორი მიმართულებით: ეს არის ტყემლის, 100%-ით უშაქრო ტყლაპი და ჩირი.

ხოლო ფესტივალებისათვის და სადღესასწაულო პერიოდში ვამზადებთ მინი ჩურჩხელებს, ასევე უშაქროდ. ოჯახში შენახული ბადაგით. თუმცა სეზონურად ასორტიმენტს ვზრდით და ვამატებთ სხვადასხვა ხილის ტყლაპს, ამ ეტაპზე მარწყვის სეზონია და როგორც გამოცდილებამ გვაჩვენა ჩვენი მომხმარებლების საყვარელ პროდუქტს სწორედ მარწყვის ტყლაპი წარმოადგენს.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

– რატომ დასახელება “იმერეთნო”?

– ყველაზე რთული სახელის მოფიქრება იყო. რაღაც ისეთი მინდოდა, რაც ჩვენს მთავარ ღირებულებას გამოხატავდა. არ იქნებოდა უკვე გამოყენებული და რაც მთავარია საინტერესო,დასამახსოვრებელი და ყურადღების მიმქცევი უნდა ყოფილიყო ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული სახელის შერჩევაში,ოჯახის წევრები, მეგობრები. ბევრი ფიქრის მერე ,სრულიად მოულოდნელად,საერთოდ სხვა ფიქრებში რომ ხარ გართული ასე გადავწყვიტე რომ იქნებოდა “იმერეთნო”,რაც გულისხმობს იმერულს,ამ კუთხისათვის დამახასიათებელს!

იმერეთნოს ჩირის ასორტიმენტი - ვაშლის, ხურმის და ციტრუსების ჩირები

– საიდან იწყება “იმერეთნოს” ისტორია?

– “იმერეთნო” დიდი ხნის მანძილზე არსებობდა ჩემს გონებაში,სულ ვფიქრობდი, რომ ოდესღაც დადგებოდა დრო როცა ამ საქმიანობას დავიწყებდი, მაგრამ წლები გადიოდა და პირველი ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

მე და ჩემი მეუღე პატარას ვზრდიდით, დამხმარის გარეშე და წარმოუდგენლად მეჩვენებოდა კიდევ საქმის დამატება. მაგრამ ერთ დღესაც ჩემმა მცირეწლოვანმა შვილმა მკითხა –

READ  ვაშლიანი კეტჩუპი ზამთრისთვის - ტკბილ-მჟავე სოუსი ბებიაჩემის რეცეპტით

” დედა, შენ რატომ არაფერი გამოხვედი?” – მივხვდი, რომ ეს იყო ის ზღვარი, რომელსაც მივაღწიე და მეტი აღარ შეიძლებოდა დროის გადაწევა, მაშინვე უნდა დამეწყო. თუმცა ასე სწრაფად მოვლენების განვითარებას ნამდვილად არ მოველოდი. ჯერ ონლაინ კურსების გავლა დავიწყე “კრაფტ აკადემიაში” .

გავიგე, რომ “აწარმოე საქართველოში” პროგრამა იწყებოდა და დავიწყე მზადება. .დავიწყე ჩემი საქმიანობისათვის საჭირო ინვენტარის ,დანადგარების მოძიება, შესწავლა. დავდიოდი სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიებში…

მოვიპოვე “აწარმოე საქართველოში” დაფინანსება. აქედან დაიწყო დიდი თავგადასავალი, ჯერ საწარმოს მოწყობა, შემდეგ მთავარი დანადგარის დამზადების მოლოდინი, პირველი ფესტივალი,პირველი შეკვეთა და დღემდე ამ თავგადასავალში ვართ.

– თქვენი ნაწარმის შესახებ გვესაუბრეთ…

– როგორც უკვე აღვნიშნე სეზონურად მცირე რაოდენობით სხვადასხვა პროდუქტს ვამატებთ. ახლა კი ძირითად პროდუქტებს გაგაცნობთ: ტყემლის უშაქრო ტყლაპი, ვაშლის ჩირი, ხურმის ჩირი ( დაჭრილი),პომიდვრის ჩირი ფორთოხლის, გრეიფრუტი და მანდარინის ჩირები. მარწყვის ტყლაპი . ლეღვის ჩირი ალუბლის კერკი

–  თქვენი ნაწარმის ფასები კონკრეტულ სეგმენტზეა გათვლილი, თუ ყველასთვის ხელმისაწვდომია?

– ფასები დამოკიდებულია მომხმარებლის არჩევანზე, შეგვიძლია როგორც მისთვის სასურველი რაოდენობის მიწოდება,კონკრეტული სახეობის,ასევე გვაქვს წინასწარ გამზადებული შეფუთვები,რაც მოიცავს ჩირის მიქსს. მაგალითად “იმერული დაფა” იდეალური არჩევანია სასაჩუქრედ, როგორც ვიზუალურად ასევე ასორტიმენტის მრავალფეროვნებით, რომლის ფასი 28 ლარია. ფასების დიაპაზონი კი ზოგადად 5 ლარიდან 100 ლარამდეა.

მაკა ვაზაგაშვილი იმერეთნოს საწარმოში ჩირის წარმოების პროცესი

– რა უპირატესობა აქვს თქვენს პროდუქციას?

-ხარისხი და სანდოობა. როგორც მოგეხსენაბთ მცირე მეწარმეებს არ გვაქვს საშულაბა რეკლამირებაში დიდი თანხების ინვესტირების.ჩვენთვის მომხმარებელთა გაცნობის საშუალება ფესტივალებია , და აღსანიშნავია რომ ჩვენი მომხმარებელთა უმრავლესობა სწორედ ასეთი ფესტივალებიდან შევიძინეთ .რომელთაც დააგემოვნეს ჩვენი პროდუქცია,მოეწონათ და მას შემდეგ ჩვენი ერთგული მომხმარებლები გახდნენ.

იმერული დაფა - იმერეთნოს სასაჩუქრე შეფუთვა ჩირის მიქსით

-რამდენად კონკურენტული გარემოა  თქვენს სფეროში?

– ძალიან დიდი კონკურენციაა, არა მხოლოდ ადგილობრივი,ასევე შემოტანილი პროდუქციით,რომელთა ღირებულება ბევრად ნაკლებია ადგილობრივ პროდუქციის ღირებულებაზე და ეს ქმნის დიდ პრობლემას. გარდა ღირებულებისა ვიზუალური მხარეც ერთ ერთი მთავარია მომხმარებლისათვის. აღსანიშნავოა რომ როდესაც არ იყენებ არანაირ დანამატს, ხილს აშრობ უშაქროდ,არ იყენებ საღებავებს საბოლოოდ პროდუქციას არ აქვს მკვეთრი ,ხასხასა ფერი .რითაც ხასიათდება უცხოური ჩირი ,ამიტომ მომხმარებელი ირჩევს ლამაზს,მაგრამ ნაკლებად ჯანსაღს.ამის ნათელი მაგალითია გარგრის ჩირი,კურაგა. რომელიც დანამატების გარეშე გამოშრობისას მუქი შეფერილობის რჩება და საერთოდ არ არის ისეთი ყვითელი როგორიც შემოტანილია.

READ  პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

– რა რჩევებს მისცემდით დამწყებებს ამ სფეროში?

-მთავარია, არ დანებდეთ! ადვილი ნამდვილად არ არის, მითუმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში, რაც დღეს გვაქვს. იკლო შეკვეთებმა, გაუქმდა გამოფენები და ჩვენთვის,მეწარმეებისთვისაც ძალიან რთული პერიოდია თუმცა თუკი მთავარ მიზანს და იდეას არ დავივიწყებთ, ყველა მიზანი მიღწევადია.

ავტორი თმარ ფიცხელაური

იხილეთ ასევე

  • ქოქოსის ზეთი: სასარგებლო ინგრედიენტი ჯანსაღი ცხოვრებისთვის
  • ჯანსაღი კვება – ბუნების საუკეთესო საჩუქარი
  • რა დანიშნულება აქვს ნახშირწყლებს ჩვენი ორგანიზმისთვის
  • რა შეიცავს კალციუმს და D ვიტამინს – იზრუნეთ თქვენი ძვლების სიჯანსაღეზე
  • პროდუქტები – რომლებიც წონის კლებაში დაგეხმარებათ
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

“ყველაფერი რთული ხდება მაშინ, როდესაც  წონის დაკლების მიზნით, მკაცრ დიეტას ვიწყებ”- ექსკლუზიური ინტერვიუ ელენე ლოლაძესთან
Gult&Taggart-ის ანგარიშით საქართველო მსოფლიო მასშტაბით ლიდერობს – კაკლის მოხმარებაში
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს
რატომ უნდა მივიღოთ ყოველ დილით, უზმოზე წყალი?
3 ძირითადი მახასიათებელი, რაც შოტლანდიურ და ირლანდიურ ვისკს განასახვავებს
TAGGED:ბუნებრივი პროდუქტებიექსკლუზივიქართული კერძებიჩირეულიჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია ასეთი საკონდიტრო ნაწარმი სამართლიანად გახდება სააღდგომო სუფრის დედოფალი. ასეთი საკონდიტრო ნაწარმი სამართლიანად გახდება სააღდგომო სუფრის დედოფალი.
შემდეგი სტატია ღია ფერის საახალწლო ორცხობილები სანელებლებითა და დეკორაციით როგორ გამოვაცხოთ საახალწლო ორცხობილები
1 კომენტარი
  • გამოხმაურება: ონკანის გაწმენდა ძმრით - მარტივი ხრიკი სახლისთვის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?