პარასკევი, აპრილი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიმწვანე ლობიოს სამკურნალო თვისებები

მწვანე ლობიოს სამკურნალო თვისებები

მწვანე ლობიო უამრავ სასარგებლო ნივთიერებასა და ვიტამინს შეიცავს. ის მოგიგვარებთ ჰორმონულ დარღვევებს. აუცილებლად შეიტანეთ მოზარდებისა და ფეხმძიმე ქალების რაციონში, მწვანე ლობიო იდეალური საკვებია როგორც ორსულობის, ისე ლაქტაციის პერიოდში, რადგან ის მდიდარია რკინით და კალციუმით. მასში შემავალი ფოლიუმის მჟავა კი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობის დროს, ნაყოფის ზრდისთვის. ასევე, აუცილებელია კლიმაქსის დროს.

მწვანე ლობიო უკალორიო, დიეტური საკვებია და ჯანმრთელობის გაუმჯობესებასთან ერთად, გახდომაშიც დაგეხმარებათ.

მწვანე ლობიო გამოირჩევა დიდი რაოდენობით ცილის შემცველობით. სხვადასხვა კვლევებზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ადამიანები, რომლებიც იყენებენ პროტეინებითა და ბოჭკოვანი ნივთიერებით გაჯერებულ საკვებს, უკეთეს შედეგებს იღებენ, ვიდრე ისინი, ვინც ნახშირწყლებით მდიდარ საკვებსა და უცხიმო დიეტას ანიჭებენ უპირატესობას.

მწვანე ლობიოს სამკურნალო თვისებები | შენი სუფრა

მწვანე ლობიო შეუცვლელი წამალია დიაბეტით დაავადებულთათვის. დაბლა სწევს სისხლში შაქრის შემცველობას, ჩაანაცვლებს ინსულინს და სხვა დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატებს.

ის ასევე დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე და ამშვიდებს ადამიანს. მწვანე ლობიო დაგეხმარებათ, ებრძოლოთ დეპრესიას. ის C ჯგუფის ვიტამინების, უჯრედისის, ორგანული მჟავისა და ანტიოქსიდანტების წყაროა. სხვადასხვა კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ მისი ხშირი გამოყენება ორგანიზმის საერთო გაჯანსაღებასა და განწყობის ამაღლებას უწყობს ხელს.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  „თუ დაგაძალდებენ, შეგიძლიათ, უჩივლოთ! ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი!“ – გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები