შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგიბროკოლი თუ ყვავილოვანი კომბოსტო

ბროკოლი თუ ყვავილოვანი კომბოსტო

ადრე თეთრთავიან კომბოსტოს ბოსტნეულის მეფედ და ვიტამინებისა და მინერალების ერთადერთ შეუცვლელ წყაროდ მიიჩნევდნენ. მაგრამ დღეს უკვე გაირკვა, რომ არსებობს თითქმის 100 სახეობის კომბოსტო, რომლებიც გაცილებით სასარგებლოა, ვიდრე თეთრთავიანი: პეკინის, ბრიუსელის, წითელთავიანი, ბროკოლი, ფერადი კომბოსტო და სხვ. ამ სახეობებში ყველაზე გამორჩეულია კომბოსტოს ორი სახეობა – ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო. ამ ორ ბოსტნეულს შორის უამრავი სხვაობაა, როგორც შემადგენლობაში, ისე, სასარგებლო თვისებებში, მომზადების წესებსა და ფერებშიც კი.

ბროკოლი თუ ყვავილოვანი კომბოსტო | შენი სუფრა

ბროკოლი თუ ყვავილოვანი კომბოსტო რომელი უფრო სასარგებლოა და ვისთვის?

ყვავილოვანი კომბოსტო ადვილი გადასამუშავებელია, ამიტომ საუკეთესო საკვებია მათთვის, ვისაც კუჭ-ნაწლავის დაავადებები აწუხებს; ფერხებს კანის ანთებითი პროცესების განვითარებას; აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, უზრუნველყოფს ნაწლავის რეგულარულ დაცლას; თუ რეგულარულად ჩართავთ რაციონში, მინიმუმამდე დაიყვანთ სარძევე ჯირკვლისა და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს.

ბროკოლის რაც შეეხება განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც გულის უკმარისობა და ნერვული სისტემის დარღვევა აქვთ; დადებითად მოქმედებს სისხლის შემადგენლობაზე; ჰიპოალერგიულია; მიიჩნევა ერთ-ერთ საუკეთესო ანტისკლეროზულ საშუალებად; მის შემადგენლობაშია ფოლიუმის მჟავა და ამიტომ განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულთათვის; შეგიძლიათ, მიირთვათ უმად. განსაკუთრებით სასარგებლოა უზმოზე.

ბროკოლი თუ ყვავილოვანი კომბოსტო | შენი სუფრა

კომბოსტოს ორივე სახეობა იდეალურია ჭარბი წონის პრობლემის მოსაგვარებლად.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  გიორგი ფხაკაძე – „კოვიდ ინფიცირებულებს სპერმის ხარისხი უფუჭდებათ”
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები