რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვისათვის, ასევე ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის.
ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით – ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას 15%-ით განსაზღვრავს სამედიცინო სამსახურის ორგანიზაცია, 15%-ით გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ით ცხოვრების წესი და კვება.
სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მომხიბლველი გარეგნობა, გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.
ბალანსირებული რაციონი – ეს არის პროდუქტების მიღება ოპტიმალური თანაფარდობით, რომლის თანამედროვე მოდელს პირამიდის სახე აქვს და მასზე ორიენტაციით თქვენ შეგიძლიათ შეადგინოთ ყოველდღიური ბალანსირებული რაციონი და დარწმუნდეთ რომ დღის განმავლობაში თქვენ უზრუნველყავით ორგანიზმი ყველა აუცილებელი საკვები ნივთიერებებით.
1. პური, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, ფეტვი, ქერი (6-11 ულუფა დღეში) – წარმოადგენს ენერგიის, ნახშირწყლების, ცილების, В ჯგუფის ვიტამინების, რკინისა და სხვ. წყაროს. ეს პროდუქტები თქვენი საკვების საფუძველია.
1 ულუფა – პურის 1 ნაჭერი;
1 ულუფა – 1/4 თეფში (25სმ დიამეტრის) ფაფა;
1 ულუფა – 1/2 ფუნთუშა;
1 ულუფა – 1 ნაჭერი კექსი.
2. ბოსტნეული (3–5 ულუფა) და ხილი (2–4 ულუფა) – წარმოადგენს უჯრედისის, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროს. რეკომენდებულია მათი მიღება რამოდენიმეჯერ დღის განმავლობაში (არანაკლებ 400გ. დღეში).
ბოსტნეული:
1 ულუფა – 1/4 თეფში უმი ან მომზადებული ბოსტნეული;
1 ულუფა – 1/2 თეფში ფოთლოვანი ბოსტნეული;
1 ულუფა – 1 ჭიქა ბოსტნეულის წვენი;
ხილი :
1 ულუფა – 1 საშუალო ზომის ხილი;
1 ულუფა – 1 ჭიქა ხილის წვენი;
1 ულუფა – 1/2 ჭიქა კენკრა, 4–5 ცალი ჩირი.
3. ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი, ნიგოზი, თხილი (2-3 ულუფა) – წარმოადგენს ცილების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყაროს. ხორცის პროდუქტების ჩანაცვლება შეიძლება პარკოსნებით.
1 ულუფა – 85-90გრ. ხორცი;
1 ულუფა – ქათმის ბარკლის ან მკერდის ½ ნაწილი;
1 ულუფა – 3/4 თეფში პარკოსნები;
1ულუფა – 1 კვერცხი;
1 ულუფა – 2 სუფრის კოვზი თხილი ან ნიგოზი.
4. რძის პროდუქტები: რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი (2-3 ულუფა დღეში) – წარმოადგენს ცილებისა და კალციუმის წყაროს, რომელიც უზრუნველყოფს ძვლის სიმტკიცეს.
1 ულუფა – 1 ჭიქა (250მლ.) მოხდილი რძე;
1 ულუფა – 2 ჭიქა იოგურტი 1%-იანი ცხიმიანობით;
1 ულუფა – 2–3 ნაჭერი ყველი (30გ) 20%-იანი ცხიმიანობით.
5. ცხიმები (2-3 ულუფა) – წარმოადგენს ენერგიის, A და E ვიტამინების წყაროს. რეკომენდებულია ჯანმრთელობისათვის სასარგებლო მცენარეული ზეთების (ზეითუნის, მზესუმზირის, სიმინდის, სოიის) გამოყენება და ცხოველური (ნაჯერი) ცხიმების (კარაქი, მარგარინი და სხვ.) მოხმარების შეზღუდვა.
1 ულუფა – 1 ს/კოვზი მცენარეული ზეთი;
1 ულუფა – 2 ს/კოვზი დიეტური მარგარინი;
1 ულუფა – 1 ს/კოვზი მაიონეზი.
6. პროდუქტები, რომელთა მიღება უნდა შეიზღუდოს:
მარილი, რომლის საერთო რაოდენობა (პურში და სხვა პროდუქტებში) არ უნდა აღემატებოდეს 1 ჩ/კოვზს (6გ.) დღეში. ალკოჰოლი (არა უმეტეს 2-3 ულუფა დღეში) და შაქარი (ტკბილეული).
1 ულუფა – 30გ. (1 სირჩა) არაყი.
1 ულუფა – 110-120გ. (1 ბოკალი) წითელი ღვინო.