შაბათი, აპრილი 19, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი4 ყველაზე საშიში საკვები

4 ყველაზე საშიში საკვები

წარმოგიდგენთ 4 ყველაზე სახიფათო საკვებს მსოფლიოში, რომელთა ჭამის შემდეგაც თქვენ შესაძლოა საავადმყოფოშიც კი აღმოჩნდეთ. საშიში საკვების სიაში ისეთი პროდუქტებია, რომლებიც თქვენს მაცივრებშიც მოიძებნება და შესაძლოა ამ წუთასაც მიირთმევთ.

 

 

ფუგუ

ფუგუ თევზის სახეობაა,  რომლის დაგემოვნებაც შეიძლება ადამიანისთვის დამღუპვლი იყოს. იგი შეერთებულ შტატებში აკრძალული სრულიად გასაგები მიზეზების გამოა – იგი მსოფლიოში ყველაზე შხამიანი საკვებია. თუკი მას არასწორად მოამზადებენ და მზარეულები თუნდაც სულ პატარა შეცდომას დაუშვებენ, ადამიანი, ვინც ფუგუს შეჭამს, აუცილებლად მოკვდება.4 ყველაზე საშიში საკვები | შენი სუფრა

 

 კორეული რვაფეხა

იგი მანამ უნდა შეჭამო, სანამ ჯერ კიდევ მოძრაობს. მიუხედავად იმისა, რომ მზარეული კერძის მომზადებამდე მას კლავს, მისი ნერვები ცოცხლობენ და რვაფეხაც სწორედ ამიტომ მოძრაობს და სწორედ ამიტომაა მომწამვლელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების ინფორმაციით, ამ კერძით წელიწადში საშუალოდ 6 ადამიანი იღუპება.

 

არაპასტერიზებული ყველი

არაპასტერიზებული ყველის გაყიდვა ამერიკაში უკანონოდ ითვლება. ასეთი რძე,შეიძლება შეიცავდეს მავნე პათოგენებსა და ბაქტერიებს, რომლებიც საშიში დაავადებების გავრცელების წყაროა. სწორედ ამიტომ, არაპასტერიზებული ყველის ყიდვა მთელ მსოფლიოში სულ უფრო რთულდება და მალე ალბათ შეუძლებელიც იქნება.

 

მწვანე კარტოფილი

მწვანე, დაუმწიფებელი კარტოფილი შხამიანია. იგი შეიცავს საშიშ ტოქსინს სახელად სოლანინი და იწვევს არაერთ სერიოზულ დაავადებას. მისი დიდი რაოდენობით მიღება კი დამღუპველიც შეიძლება აღმოჩნდეს.

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  საგანგაშო ინფორმაცია! 169 ბავშვი 12 ქვეყნიდან - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები