ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი10 ყველაზე კალორიული საკვები

10 ყველაზე კალორიული საკვები

რაციონის შედგენისას აუცილებელია საკვების კალორიულობის ცოდნა და გათვალისწინებაც. კვების სპეციალისტები 10 ყველაზე კალორიული პროდუქტის შესახებ შეთანხმდნენ.

1. ზეთოვანი კულტურები
ანუ პროდუქტები, რომლებიც ზეთის გამოსახდელად გამოიყენება: მზესუმზირა, ნიგოზი, თხილი, ნუში, კედარის კაკალი… ისინი დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავენ და შესაბამისად მაღალკალორიულია.

10 ყველაზე კალორიული საკვები

2. ძეხვეული
ძეხვეული ძირითადად ღორის ხორცისგან მზადდება. შესაბამისად, მასში ბევრი ნაჯერი ცხიმია, რომელიც სულაც არ არის სასარგებლო. არ დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით მარილიც, რომელიც არანაკლებად მავნეა.

3 ჩიპსები
დიახ, ბევრისთვის საყვარელ ამ სასუსნავს კალორიების მეტი არც არაფერი მოაქვს ორგანიზმისთვის.

4. შოკოლადი
ის გვანიჭებს სიამოვნებას, გვაბედნიერებს, გვიმაღლებს განწყობას…. და მოაქვს კალორიები. მნიშვნელობა არ აქვს რძიანი იქნება, შავი თუ თეთრი, 100 გრამში დაახლოებით 530 კკალ-იაა, ანუ დაახლოებით 65 კკალ 1 პატარა, 10 გრამიან კვადრატში. რა თქმა უნდა, დღეში 1-2 კვადრატი ტრაგედია არ არის, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მთელი ფილა, საღამოს, ტელევიზორთან.

5. პოპკორნი
პოპკორნი შუცვლელია კინოსეანსების ან მეგობრებთნ ერთად ფილმის ყურების დროს: ხრაშუნობს, მსუბუქია და მაშინაც შეგვიძლია მივირთვათ, როცა არ გვშია. მაგრამ მასში იმდენივე კალორიაა, რამდენიც შოკოლადში.

6. ნამცხვრები და ბისკვიტები
ყველაზე მეტი ცხიმი ფხვიერ და ფენოვან ცომშია, შესაბამისად ასეთი ცომით დამზადებული პროდუქტი მაღალკალორიულობით გამოირჩევა. ამ სიაში შედის ხრაშუნა ნამცხვრებიც, რომელიც ასევე ფხვიერი ცომით მზადდება, ხშირად ემატება არანაკლებ კალორიული ქიშმიში, შოკოლადი, ნუში, თხილი, ნიგოზი.

8. პაშტეტი
ამ კატეგორიაში ინდუსტრიული პაშტეტი შედის, რომელიც დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს. თუმცა, ვისაც ეს პროდუქტი ძალიან უყვარს, მისი მომზადება თავადაც შეუძლია, ეს ძალიან მარტივია, ბევრად გემრიელი და რაც მთავარია ჯანსაღი.

9. შოკოლადის ბატონები
სნიკერსი, მარსი, ბაუნტი… მადისაღმძვრელი სარეკლამო რგოლები მუდამ მათი გასინჯვისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ყოველ 100 გრამში 460 კკალორიაა, ამასთან დიდი რაოდენობით ცხიმსაც შეიცავენ. როგორც წესი ეს პალმის ცხიმია – ორგანიზმისთვის აბსოლუტურად უსარგებლო.

10 ყველაზე კალორიული საკვები

10. ყველი
ეს პროდუქტი, თავისთავად, ძალიან სასარგებლოა და ორგანიზმისთვის საჭირო კალციუმს, ცილას შეიცავს. თუმცა ზოგიერთი სახეობა, განსაკუთრებით კი ევროპული ტიპის ყველეული, დიდი რაოდენობით ცხიმს შეიცავს, ხშირად 50 %-საც კი. ამასთანავე, ყველი ხშირად შედის სხვა კერძების შემადგენლობაშიც, რაც ჩვენს რაციონში მის რაოდენობას ზრდის.

არავინ ამბობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები მთლიანად უნდა ამოვიღოთ რაციონიდან, მით უფრო, თუ მათი მიღება უკვე ჩვევაში გვაქვს. არც გამუდმებით კალორიების თვლა და გრამობით აწონვაა საჭირო. უბრალოდ, უნდა ვიცნობდეთ პროდუქტს, რომელსაც მივირთმევთ და შეგვეძლოს საკუთარი გასტრონომიული ჩვევების გაკონტროლება.

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
მეხსიერების დაკარგვა -საინფორმაციო ბუკლეტი (გერიატრიული მოვლა)

მეხსიერების დაკარგვა -საინფორმაციო ბუკლეტი (გერიატრიული მოვლა)

ოქტომბერი 20, 2024
„შვილიშვილის წარმატებით ამღერებული პაპა, რომელსაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარ დაუკრავს“ – ნინი ოკროშნელის და მისი პაპის ნამღერი

„შვილიშვილის წარმატებით ამღერებული პაპა, რომელსაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ აღარ დაუკრავს“ – ნინი ოკროშნელის და მისი პაპის ნამღერი

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

ოქტომბერი 18, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები