შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: რაციონალური კვების 6 მთავარი პრინციპი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სიახლეებიჯანსაღი კვება

რაციონალური კვების 6 მთავარი პრინციპი

რაციონალური კვების 6 მთავარი პრინციპი
ანა ჭელიძე
ავტორი
ანა ჭელიძე
გამოქვეყნებული: ოქტომბერი 6, 2025
გაზიარება
გაზიარება

ჯანსაღი ცხოვრების წესზე იმდენი მითი არსებობს, ალბათ ვერ დავითვლით, მაგრამ როგორც ყველგან, ამ მიმართულებითაც არსებობს ყველაზე ხშირად გავრცელებული მითები და ეს ეხება სწორ და არასწორ კვებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ როდესაც ჯანსაღად, იგივე რაციონალურად კვებას გადავწყვეტთ, ძირითადად, ახლობლების რჩევებს ვეყრდნობით ან ინტერნეტში, ფორუმებსა და ჯგუფებში რასაც ამოვიკითხავთ, გვსურს ყველაფერი გავაკეთოთ, რასაც სპეციალისტები, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ ყველაზე ცუდი რჩევა, რასაც ამ დროს ერთმანეთს ვაძლევთ ხოლმე არის – “ჩემი გამოცდილებით გეუბნები”, რადგან ვიღაცის გამოცდილება სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იგი ჩვენც იდეალურად გამოგვადგება.  ვისწავლოთ გარჩევა: რა არის ამ მიმართულებით მითი და რა არის რეალობა.

რაციონალური და ჯანსაღი კვების პროდუქტები - ბოსტნეული, ხილი და რთული ნახშირწყლები

1 მითი: ნახშირწყლები საერთოდ არ უნდა მიიღო, თუკი სწორად კვება გსურს

როცა ამ მითს ვიგებთ, როგორც წესი, ვერ ვხვდებით, რომ საუბარია მარტივ, ანუ სწრაფ ნახშირწყლებზე, რომლებსაც შეიცავს შაქარი, თეთრი პური და კარტოფილი, მაგრამ ნახშირწყლების მთლიანად ამოღება მენიუდან, არაფრით არ შეიძლება. ე.წ. რთული ნახშირწყლები აუცილებლად უნდა მივიღოთ, თუ ჯანსაღ კვებაზე გვაქვს საუბარი. რთულ ნახშირწყლებს კი პარკოსნები, რუხი პური და სხვადასხვა ხილი შეიცავს.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

2-ე მითი: დღეში 2 ლიტრი წყალი

ბოლო დროს სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ ყველა ადამიანისთვის წყლის დღიური დოზა განსხვავდება და ყურადღება წყურვილის შეგრძნებას უნდა დავუთმოთ. რასაკვირველია, წყალი თავის მხრივ სასარგებლოა და მისი ყოველდღიურად მიღება მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარი ფიქსირებულ ორ ლიტრზე, გადამეტებულია.

სწორი კვების პრინციპები - ბალანსირებული კვების მაგალითი

3-ე მითი: თუ გახდომა გსურს, დაითვალე კალორიები

წონის კლების მიზნით, კალორიების თვლა ძალიან გავრცელებული მეთოდია და ბევრ შემთხვევაში, ეფექტურიც, თუმცა დიეტოლოგები მოგვიწოდებენ, ყურადღება მივაქციოთ, რას ვიღებთ და როგორ. მაგალითად, შეიძლება დღეში 1 შოკოლადის ბატონი არ იყოს ბევრი კალორია, მაგრამ ასე კვება ძალიან მავნებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კალორიების დათვლისას გავითვალისწინოთ იმ პროდუქტების ღირებულება, რომლებსაც შევიტანთ დღის მენიუში.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

4-ე მითი: მიირთვით უშაქრო გაზიანი სასმელები

არა! თუკი ჯანსაღი კვება გაქვთ გადაწყვეტილი, მხოლოდ სიტყვა “უშაქრო” ნუ მოგხიბლავთ ამ შემთხვევაში, რადგან ნებისმიერი გაზიანი სასმელი უამრავ ქიმიკატს შეიცავს და ვერ ჩაითვლება სწორ კვებად.

READ  ყველაფერი, რაც რუკოლას შესახებ უნდა იცოდეთ

 

5-ე მითი: 30 წლის მერე ამოიღეთ მენიუდან წითელი ხორცი და რძე

ამ მითსაც საკმაოდ ხშირად გაიგონებთ, თუმცა ექიმები გვარწმუნებენ, რომ ორივე პროდუქტი – წითელი ხორციცა და რძეც, თავის მხრივ, სასარგებლო პროდუქტებია და არ არის აუცილებელი 30 + ასაკის ადამიანებისთვის მათი რაციონიდან ამოღება.

 

6-ე  მითი: საღამოს 6 საათის მერე არ ჭამოთ

ეს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და დამკვიდრებული მითია, რომლისაც ბევრს სჯერა. სინამდვილეში, დაძინებამდე სასურველია მინიმუმ 3 საათით ადრე მაინც ვივახშმოთ და ვახშამი იყოს მსუბუქი, მთელი დღის რაციონთან შესაბამისობაში მოსული. ის, რომ 6 საათის შემდეგ საკვების მიღება მომაკვდინებელია, ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.

და ბოლოს,  ყველაზე გავრცელებული მითით შევაჯამოთ – ჯანსაღი კვება ხშირად ერევათ მკაცრ დიეტებსა და შიმშილში, რაც არასწორია! სწორი კვება ყველა იმ პროდუქტის ზომიერად მიღებაა, რომლებიც ჩვენ გვიყვარს. ამ დროს მთავარი ბალანსის დაცვაა, რაც თავისთავად, რა თქმა უნდა, წონის კორექციაშიც დაგვეხმარება, თუმცა ამას გარდა, ჩვენს ზოგად ჯანმრთელობაზეც დადებითად იმოქმედებს. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჯანსაღი კვება ტვინის მუშაობაზეც დადებითად აისახება, ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას და ტონუსში ამყოფებს ჩვენს ორგანიზმს.

წყარო

იხილეთ ასევე

  • სწორი კვების ნორმირება
  • როგორ მოვიქცეთ როდესაც ბავშვი არ ჭამს
  • როგორი კვერცხი მივირთვათ? მოხარშული, თუ შემწვარი?
  • ძალიან სასარგებლო ხილი – პატარებისთვის

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ბრიტანული ღვინის პროფესიონალები ქართველ მეღვინეებს კახეთში ესტუმრნენ
რა არის წიწიბურა და არის თუ არა ის ჯანსაღი
სამარხვო კერძის უნიკალური რეცეპტი ტატა’ს სამზარეულოდან
ავოკადოსა და ფეტას ტოსტი – საუკეთესო ჯანსაღი საუზმე
თევზის კულტურა -საქართველოში თევზის მოხმარება 10%-ით გაიზარდა
TAGGED:კვების რეჟიმიმითებისწორი კვებაჯანსაღი კვებაჯანსაღი ცხოვრების წესი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიანა ჭელიძე
ჟურნალისტი — ღვინო, სასმელები და სამზარეულოს დიზაინი. წერს ქართულ ღვინოზე, ყავასა და ჩაიზე, სამზარეულოს ხელსაწყოებსა და აქსესუარებზე.
წინა სტატია მოლდოვური სოსისები კანის გარეშე მოლდოვური სოსისები კანის გარეშე
შემდეგი სტატია ბოლოს, როდესაც კლასიკური ტოლმა მოვამზადე 10 წლის წინ იყო. სხვათა შორის, არ ვნანობ. მე დიდი ხნის წინ ვიპოვე მისი ღირსეული ბოლოს, როდესაც კლასიკური ტოლმა მოვამზადე 10 წლის წინ იყო. სხვათა შორის, არ ვნანობ. მე დიდი ხნის წინ ვიპოვე მისი ღირსეული შემცვლელი.
2 კომენტარი
  • გამოხმაურება: ქინძი - დავის გამომწვევი სანელებელი მსოფლიოში
  • გამოხმაურება: ბანანისა და ჟელეს ჩისქეიქის მითები: რა იცით რეალურად

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?