ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრომელია ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში

რომელია ყველაზე ჯანსაღი პროდუქტი მსოფლიოში

რკინისა და С ვიტამინის მაღალი შემცველობის გამო, წიწმატი ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი პროდუქტია პლანეტაზე. ის ორგანიზმს უფრო მეტი რკინით უზრუნველყოფს, ვიდრე ისპანახი და გაცილებით მეტი С ვიტამინით, ვიდრე ლიმონი და ფორთოხალი. საკმაოდ საკვირველია, თუმცა ფაქტია.

მიუხედავად იმისა, რომ წიწმატი სუპერ მკვებავი თვისებების მატარებელი მცენარეა, დიდი ხნის მანძილზე დავიწყებულ იქნა. წიწმატის კულტივირება თავდაპირველად ევრაზიაში მოხდა, შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელდა. ამ მცენარეს სერიოზულად შეუძლია თქვენი ჯანმრთელობის გაძლიერება:

ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს ორგანიზმში, აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება, წმენდს სისხლს, ახდენს უჯრედების რეგენერაციას, გამოყავს ტოქსინები ორგანიზმიდან. ბევრი დიეტოლოგი ურჩევს წიწმატის ახლადგამოწურული წვენის მიღებას, თუმცა, მხოლოდ წყალში გახსნილი, პროპორციით 1 : 5 (წვენი და წყალი). სუფთა წვენს შეუძლია ანთებითი პროცესები გამოიწვიოს ყელსა და კუჭში. აუცილებელია იმის ცოდნაც, რომ წვენი ყოველდღიურად არ უნდა მივიღოთ, ყოველ სამ დღეში ერთხელ – დასაშვებია.

წიწმატი საოცრებებს ახდენს არა მხოლოდ ორგანიზმის შიგნით, არამედ გარეთაც. სინამდვილეში, წიწმატის წვენს შეუძლია კანთან დაკავშირებული უამრავი დაავადება განკურნოს, მათ შორის კანის დეფექტები და სიბერის ლაქები, თმის ცვენა და ა.შ. მკურნალობა საკმაოდ მარტივია – უბრალოდ შეიზილეთ დაზიანებულ ადგილას ან კომპრესი გაიკეთეთ – წვრილად დაჭრილი წიწმატის კომპრესი ეფექტურად ამცირებს მზის სხივების შედეგად გაჩენილ ლაქებს.

მთელმა რიგმა კვლევებმა ლაბორატორიულ ცხოველებზე აჩვენა, რომ წიწმატის ექსტრაქტის შეშვება ორგანიზმში აფერხებს სიმსივნის განვითარებასა და მეტასტაზირებას. სხვა კვლევებით კი დამტკიცდა, რომ წიწმატი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ამცირებს და ამასთან ხელს უშლის ძუძუს კიბოს განვითარებას. ამასთან, წიწმატი მიღება განსაკუთრებით რეკომენდირებულია აქტიური მწეველებისთვის, რამდენადაც მას უნარი აქვს გაანეიტრალოს მოწევით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

 

წყარო

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  მექსიკური სამზარეულო- მავნე და საოცრად გემრიელი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები