ორშაბათი, ოქტომბერი 21, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedროგორია სააღდგომო სუფრა ქართული ტრადიციის მიხედვით

როგორია სააღდგომო სუფრა ქართული ტრადიციის მიხედვით

აღდგომა საქართველოში უდიდესი დღესასწაულია, ისევე, როგორც მთელ ქრისტიანულ სამყაროში და ამ დღეს მართლმადიდებელი ქართველები ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას – სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას აღნიშნავენ. ჩვენი ქვეყნის ისტორია უძველეს სააღდგომო ტრადიციებსაც გვინახავს, რომელთაგან ზოგიერთი უკვე მივიწყებულია, ზოგი კი დღემდე აქტუალურია და უამრავი ადამიანისთვის განსაკუთრებული ემოციების მატარებელია.

სააღდგომო სუფრა

„ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“ – ამ სიტყვებს აუცილებლად გაიგონებ, თუკი საქართველოში ქართველებისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღესასწაულზე – აღდგომაზე ჩამოხვალ. ბრწყინვალე აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში მართლმადიდებლები ერთმანეთს სწორედ ასე ესალმებიან.

როგორ აღნიშნავენ აღდგომას?

აღდგომას წინ ყველაზე გრძელი – 40-დღიანი მარხვა უძღვის. ამიტომ ეს დიდი დღესასწაული კერძებით მდიდარი სუფრითაც აღინიშნება. კვერცხის შეღებვასთან ერთად, აღდგომის დღესასწაულზე აცხობენ პასქას, რომელიც სიმბოლურად გოლგოთას აღნიშნავს.     

პასქა ქიშმიშით, სხვადასხვა ხილის ჩირით, სანელებლებით, კარაქით, რძითა თუ არაჟნით მზადდება და ხანგრძლივი, შრომატევადი პროცესია. კარგი პასქა მძიმე და ცოტა ნოტიო უნდა იყოს, თუმცა მას „დამწიფებაც“ ესაჭიროება. ამიტომ აცხობენ პასქას დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე და სააღდგომო სუფრაზე უკვე საუკეთესო მდგომარეობაში დააბრძანებენ. 

გარდა იმისა, რომ ის ძალიან გემრიელია, პასქა გოლგოთის მთის სიმბოლოა და აღდგომა მის გარეშე საქართველოში წარმოუდგენელია. 

აღდგომის მთავარი სიმბოლო წითელი კვერცხია. მას იესოს ჯვარცმის დღეს – წითელ პარასკევს ღებავენ, ტრადიციულად, ენდროს ფესვებისა და ხახვის ფურცლის ნახარშში. წითელი კვერცხი სიცოცხლის დაბადების სიმბოლოა და აღდგომის სუფრაზე მას დიდი რაოდენობით ნახავ. 

კიდევ რას ნახავთ სააღდგომო სუფრაზე?

ამ დღისთვის ყველა ტიპის ხორცეულის კერძს ამზადებენ – შემწვარს, მოხარშულსა და წვნიანს. აღმოსავლეთ საქართველოში სააღდგომოდ აუცილებლად მიირთმევენ ბატკანს. 

თბილისსა და დასავლეთ საქართველოში სააღდგომო სუფრაზე მეტწილად გოჭს ანიჭებენ უპირატესობას. ხაჭაპური ყველა სააღდგომო სუფრის ნაწილია, მთაში გულიან ქადებს აცხობენ, ქართლში კი – დამტკბარ ნაზუქებს.

სააღდგომო სუფრაზე თევზეულს, ფხალეულს, ათასნაირ საწებელს, სალათებს, ცოცხალ ბოსტნეულს, მწვანილს, პურს და, რა თქმა უნდა, ქართული ღვინოს შეხვდები. 

გაზაფხული საქართველოში ერთ-ერთი უგემრიელესი კერძის – ჩაქაფულის მომზადების დროა. ჩაქაფული ცნობილია როგორც სააღდგომო კერძი, შესაბამისად, სააღდგომო სუფრაზე მასაც აუცილებლად ნახავ. ის ბატკნის ხორცით, ქართული მწვანილების ნაირსახეობით – ტარხუნით, ქინძით, მწვანე ხახვით, პრასით, ტყემლითა და თეთრი ღვინით კეთდება. 

როდის იშლება სააღდგომო სუფრა? 

მორწმუნეების დიდი ნაწილი აღდგომის ღამეს ეკლესიაში ატარებს და შინ დილით ბრუნდება. ამიტომ სააღდგომო სუფრა სადილისთვის იშლება.

ყველაფერი მთავარი ფრაზით იწყება – „ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!“ ამას მოჰყვება კვერცხის მიჭახუნების რიტუალი და საზეიმო სუფრაც დალოცვითა და მილოცვით იწყება.

 

 

 

წყარო

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

10 რამ რაც უნდა იცოდეთ ბარსელონაში წასვლამდე

20 October, 2024
მეხსიერების დაკარგვა -საინფორმაციო ბუკლეტი (გერიატრიული მოვლა)

მეხსიერების დაკარგვა -საინფორმაციო ბუკლეტი (გერიატრიული მოვლა)

ოქტომბერი 20, 2024
დასაკარგი, უნდა დაიკარგოს – მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც – თაკო დოლაბერიძე

დასაკარგი, უნდა დაიკარგოს – მეგობარიც, ქმარიც, ახლობელიც – თაკო დოლაბერიძე

21 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

საოცარი იდეები – ყვავილი ხის ქვეშ გაზაფხულისთვის

ოქტომბერი 18, 2024
“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

“საყვარელი ადამიანი ხელს რომ დაგარტყამს, უნდა წამოხვიდე, რადაც არ უნდა დაგიჯდეს” – მარიამ ნაკანი

18 ოქტომბერი 2024
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი „მზისკარი“ დაგვეხმარება ადგილობრივი ხარისხიანი პროდუქცია მივიდეს მომხმარებლამდე“

ოქტომბერი 18, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ზღვისუბანში 25 ჰექტარზე გაშენებული პარკი გაიხსნა

ოქტომბერი 20, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები