სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedრატომ არის უკეთესი ყაბაყის მირთმევა უმად და რა უკუჩვენებები აქვს უმ ნაყოფს

რატომ არის უკეთესი ყაბაყის მირთმევა უმად და რა უკუჩვენებები აქვს უმ ნაყოფს

პირველ რიგში, იმიტომ, რომ:

  • თერმული დამუშავების დროს ანუ მაღალ ტემპერატურაზე ბოსტნეული სასარგებლო ნივთიერებების დიდ ნაწილს კარგავს და
  • მას აქვს თვისება, რომ შეწვისას დიდი ოდენობით ცხიმს შეიწოვოს.

უმად საჭმელად ქორფა ყაბაყი უნდა აირჩიოთ – მას თხელი კანი, ნაკლები თესლი აქვს და ამასთან, ძალიან წვნიანია.

ყაბაყის თესლიც არანაკლებ სასარგებლოა – მის შემადგენლობაში შედის ომეგა-3, რომელიც მთელი სხეულის ჯანმრთელობაზე მოქმედებს, განსაკუთრებით კი თმისა და კანის ხარისხზე.

სხვათა შორის, ამ ბოსტნეულის გარდა, სასურველია უმად მიირთვათ სხვა სეზონური ბოსტნეულიც, მათ შორის: სტაფილო, ბოლოკი, თეთრი კომბოსტო, წითელი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა, მწვანე ბარდა, გოგრა და ა.შ. ასევე გასათვალისწინებელია ჭარხლის სამკურნალო თვისებებიც. 

გაითვალისწინეთ, რომ ახალი ნაყოფი კარგად ეხამება ხილს, ამიტომ შეგიძლიათ სალათებში ვაშლი, მსხალი და  ანანასი დაამატოთ.

უმი ნაყოფის უკუჩვენებები

ყაბაყის უკუჩვენებები ძალიან მცირეა და მათ შორის პირველია ინდივიდუალური აუტანლობა. თუმცა ასეთი რამ იშვიათია, რადგან იგი ალერგიული პროდუქტი არ გახლავთ.

ზოგადად კი ამ ბოსტნეულის უმად გამოყენებაზე სიფრთხილეა საჭირო:

  • 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რათა ნაწლავებში აირები არ დაუგროვდეს;
  • გოგრის სხვა სახეობების მიმართ ალერგიულობის დროს;
  • მწვავე გასტრიტის დროს, რადგან პროდუქტს შეუძლია, გაზარდოს მჟავიანობა;
  • თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს, რადგან ყაბაყს შარდმდენი ეფექტი აქვს.

ასეთ შემთხვევებში უმჯობესია, კანგაცლილი და თერმულად დამუშავებული პროდუქტი მიირთვათ.

 

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  შეიძლება თუ არა ბავშვების აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით – გიორგი ფხაკაძის განმარტება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები