გაზაფხულის ხილის სალათი საუკეთესო ჯანსაღი დესერტია, მარტივია მოსამზადებლად და რაც მთავარია, ძალიან გემრიელია. კენკრის სალათი, განსაკუთრებით უხდება ბელგიურ ვაფლს, ბლინებს ან თუნდაც, შვრიის ფაფას.
კენკრის სალათი გამოირჩევა თავისი სასარგებლო თვისებებით. იგი დაბალკალორიულია, მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით და ანტიოქსიდანტებით.
თაფლის და ლაიმის დრესინგი კენკრის და ალუბლის ბუნებრივ სიტკბოს უფრო მკვეთრს ხდის, ამიტომ ეს ჯანსაღი დესერტი ერთნაირად მოეწონებათ როგორც ბავშებს, ისე უფროსებს.
მომზადების დრო: 20წთ
ულუფა: 3 პორცია
ინგრედიენტები:
- მარწყვი – 200გრ
- ჟოლო – 200გრ
- მაყვალი – 200გრ
- მოცვი – 200გრ
- ალუბალი – 200გრ
- ლაიმი – 1ც
- თაფლი – 2 სუფრის კოვზი
მომზადების მეთოდი:
კარგად გარეცხეთ ხილი; მარწყვი და ალუბალი გაჭერით შუაზე და მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში, დაამატეთ ჟოლო, მაყვალი და მოცვი.
გაწურეთ 1 ცალი ლაიმი, დაამატეთ ცოტაოდენი ლაიმის ცედრა და ორი სუფრის კოვზი თაფლი, კარგად მოურიეთ და დაასხით წინასწარ მომზადებულ ხილს. კარგად ამოურიეთ და მირთმევამდე, დააყოვნეთ მაცივარში სულ ცოტა 20 წუთის განმავლობაში.
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები