ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedგთავაზობთ ქოლესტერინის დამწევ 7 საკვებ პროდუქტს

გთავაზობთ ქოლესტერინის დამწევ 7 საკვებ პროდუქტს

ქოლესტერინი არის ცხიმისმაგვარი ცვილისებრი ნივთიერება რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, იგი გვხვდება სხეულის ყოველ უჯრედში და მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროცესებში როგორიცაა უჯრედული მემბრანის, სხვადასხვა ჰორმონის და D ვიტამინის წარმოქმნა, ასევე მის ფუნქციებში შედის დაზიანებული ქსოვილების აღდგენა.

სხეულში ქოლესტერინი ორი წყაროდან გამომუშავდება: ღვიძლიდან, რომელიც სრულიად საკმარის ქოლესტერინს გამოიმუშავებს ორგანიზმისთვის და საკვებიდან, რომელსაც მიირთმევთ ყოველდღიურად.

საკვები პროდუქტები ქოლესტერინის დონის შემცირებისთვის

არსებობს ქოლესტერინის ორი სახეობა რომელიც სისხლში გადადის სფერული ნაწილაკების, ლიპოპროტეინების სახით. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL) ითვლება “ცუდ” ქოლესტერინად, რადგან შესაძლოა გაიჭედოს და დაგროვდეს დაზიანებული არტერიების კედლებზე და შეავიწროვოს სისხლის მიმოქცევა. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები კი (HDP) ზრუნავენ რომ არტერიებში დაგროვებული ქოლესტერინი დააბრუნონ უკან ღვიძლში და გააძლიერონ გულის ჯანმრთელობა.

იმისათვის რომ აირიდოთ ორგანიზმში ზედმეტი “ცუდი” ქოლესტერინის დაგროვება გთავაზობთ რამდენიმე  პროდუქტს რომელიც გააუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს თქვენს ორგანიზმში:

ხილი და კენკრა

ხილი შესანიშნავი დამატებაა გულსისხლძარღვთა სისტემის გამაჯანსაღებელი დიეტისთვის, რადგან ხილი შეიცავს პექტინებს, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს 10%-ით.

ხილი ასევე შეიცავს ბიოაქტიურ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის დაავადებების და სხვა ქრონიკული დაავადებების პრევენციას მათი ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტის გამო.

განსაკუთრებით დიდი რაოდენობის პექტინებს შეიცავს ვაშლი, მსხალი, ციტრუსები, ყურძენი და სხვადასხვა კენკროვანი მცენარეები.

ბოსტნეული

ბოსტნეული უმნიშვნელოვანესი ნაწილია ქოლესტერინის დონის დარეგულირების პროცესში, რადგან იგი მდიდარია ანტიოქსიდანტებით და ბოჭკოვანი ქსოვილებით, ასევე გამოირჩევა დაბალკალორიულობით რაც ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია ჯანსაღი წონის შენარჩუნებისთვის

პექტინებით მდიდარ ბოსტნეულთაგან გამორჩეულია :

კარტოფილი
სტაფილო
ბადრიჯანი

ბოსტნეული ასევე შეიცავს მცენარეული ნაერთების მთელ რიგს, რომლებიც გვთავაზობენ ჯანმრთელობის ბევრ სარგებელს, მათ შორის გულის დაავადებებისგან დაცვას.

თევზი

ისეთი თევზების სახეობები როგორიცაა ორაგული და სკუმბრია შესანიშნავი წყაროა ორგანიზმი შეავსოთ ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავებით.

ომეგა-3 მაღალი სიმკვრივის ქოლესტერინის დონის გაზრდით აძლიერებს გულსისხლძარღვთა სისტემას და ამცირებს ინსულტისა და სხვადასხვა ანთებების რისკს.

გაითვალისწინეთ რომ თევზის მომზადების საუკეთესო მეთოდია მისი მოხარშვა ან ჩაშუშვა, რათა ორგანიზმმა სრულიად აითვისოს მისი სარგებელი.

თხილეული – განსაკუთრებით კი ნუში და ნიგოზი

ნუში და სხვა თხილეული განსაკუთრებით მდიდარია L- არგინინით, ამინომჟავით, რომელიც ეხმარება თქვენს ორგანიზმს აზოტის ოქსიდის გამომუშავებაში, რაც თავის მხრივ, ხელს უწყობს არტერიული წნევის დარეგულირებას.

უფრო მეტიც, ნიგოზი და სხვა თხილეული ორგანიზმს აწვდის ფიტოსტეროლებს. ეს მცენარეული ნაერთები სტრუქტურულად ჰგავს ქოლესტერინს და ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას.

თხილეულის სხვადასხვა სახეობაში ასევე გვხვდება ნივთიერებები : კალციუმი, მაგნიუმი და კალიუმი რომლებიც ამცირებენ გულის დაავადებების რისკს.

პარკოსნები

პარკოსნებს მცენარეული საკვების ჯგუფი  ძირითადად მოიცავს ლობიოს, ბარდასა და ოსპს.

პარკოსნები შეიცავენ დიდი რაოდენობით მინერალებსა და პროტეინებს, რაც საშუალებას იძლევა ჩაანაცვლოთ ზოგიერთი მარცვლეული და ხორცის პროდუქტები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკის შემცირებას.

ლობიო და სხვა პარკოსნები ასევე კარგი საშუალებაა ჯანსაღი წონის შენარჩუნებისთვისაც.

ავოკადო

ავოკადო გამოირჩევა მასში შემავალი საკვები ნივთიერებების მრავალფეროვნებით, იგი შეიცავს ოლეინის მჟავას რომელიც ამცირებს სისხლში “ცუდი” ქოლესტერინის დონეს.

კლინიკური კვლევებით დადასტურებულია რომ ადამიანები რომლებიც ყოველდღიურად  მოიხმარდნენ ავოკადოს, გაცილებით დააბალანსეს ქოლესტერინის დონე, მათთან შედარებით ვინც არ მოიხმარდნენ.

კულინარიაში ასევე შესაძლებელია გამოიყენოთ ავოკადოს ზეთი რომელსაც აქვს დახვეწილი და ტკბილი არომატი.

შავი შოკოლადი

შავი შოკოლადი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს რომელიც ხელს უწყობს სხეულში მავნე ქოლესტერინის რაოდენობის შემცირებას, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ შავი შოკოლადი მიირთვათ ზომიერად რადგან იგი ასევე შეიცავს ცხიმსა და შაქარს. 

გამაჯანსაღებელი ეფექტის მისაღწევად თქვენს რაციონში ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მუქი უშაქრო კაკაოს ფხვნილიც.

 

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ბავშვთა უფლებების დაცვა სამედიცინო დაწესებულებებსა და ჰოსპიტლებში

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები