ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedროგორი უნდა იყოს ადამიანის ნორმალური კვების რაციონი

როგორი უნდა იყოს ადამიანის ნორმალური კვების რაციონი

ჯანმრთელი ადამიანის ოპტიმალური რაციონი შერეულია. ის უნდა შეიცავდეს როგორც მცენარეულ, ისე ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს: ხორცს, თევზს, რძის ნაწარმს, ხილსა და ბოსტნეულს.
ხილი და ბოსტნეული, მიზანშეწონილია, ცოცხალი მივირთვათ.

ნახშირწყლებით მდიდარი საკვები (ცომეული და ტკბილეული) კარგად ანაყრებს, მაგრამ ნაკლებმარგებელია. უმჯობესია, რაციონში შაქრისა და ცომეულის შემცველობა მინიმუმამდე იყოს დასული.

საშუალო ასაკის (35-40 წლის) ადამიანს, რომელიც 70-75 კგ-ს იწონის, დღე-ღამეში ესაჭიროება დაახლოებით 16% ცილა, 11% ცხიმი, 73% ნახშირწყალი. პროდუქტებში ეს დაახლოებით ასე აისახება:

ხორცი – 150 გ, თევზი – 100 გ, კარაქი – 40 გ, ზეთი – 20 გ, არაჟანი – 15 გ, კარტოფილი – 300 გ, სტაფილო, პომიდორი და ჭარხალი – 50-50 გ, ხახვი – 25 გ, შაქარი – 100 გ, წიწიბურას ფაფა – 50 გ, ბრინჯი – 25 გ, მაკარონი – 15 გ, შავი და თეთრი პური – 500 გ, ფქვილი – 25 გ, რძე – 500 გ, ხაჭო – 30 გ, ხილი – 200 გ.

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  “ბოდიშს ვიხდი, არ უნდა ვყოფილიყავი ასეთი ემოციური, გაბრაზებული…” – რა მიმართვას ავრცელებს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები