სამშაბათი, აპრილი 22, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedექსკლუზიური რეცეპტი shenisupra.ge-ს მკითხველს George's Culinary-სგან

ექსკლუზიური რეცეპტი shenisupra.ge-ს მკითხველს George’s Culinary-სგან

ექსკლუზიური რეცეპტი shenisupra.ge-ს მკითხველს George’s Culinary-სგან

ბრინჯის დესერტი😍

ბრინჯის გემრიელი დესერტი ბლის მურაბითა და ნიგოზით😋

📌ინგრედიენტები:

📍ბრინჯი- 300 გ.
📍ბლის მურაბის სიროფი- 120 მლ
📍თაფლი – 1 ს/კ
📍ნიგოზი – 100 გ.
📍ბლის მურაბა
📍სამოთხის ვაშლის მურაბა
📍მარილი – 1 ჩ/კ

📝მომზადების წესი:

გამდინარე წყლით კარგად გარეცხეთ ბრინჯი. ჩაყარეთ ელექტრო ქვაბში (ან ჩვეულებრივ ქვაბში), დაასხით ერთი ჭიქა წყალი, მარილი და მოხარშეთ მშრალად, ისე, რომ იყოს ფანტია და არა წებოვანი.

პარალელურად, წინასწარ გახურებულ ტაფაზე დაასხით ბლის მურაბის სიროფი, დაუმატეთ თაფლი და წამოადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დააყარეთ ნიგვზის მთლიანი ლებნები და მუდმივი მორევით მოხალეთ სიროფში. შემდეგ დაუმატეთ ბლის მურაბა და რამდენიმე წუთი კვლავ ურიეთ.

ნიგვზისა და ბლის მზა მასა მოაყარეთ მოხარშულ ბრინჯს და მოასხით სიროფი. მოალაგეთ ზემოდან სამოთხის ვაშლის მურაბა (თუ არ გაქვთ არ არის აუცილებელი) და მიირთვით გემრიელად 😍😍😋😋

გამოდის გემრიელი და ნოყიერი დესერტი😋
მოამზადეთ, არ ინანებთ😍

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

 

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  ქართული ბრენდი, მინერალური წყლის "დედოფალი", რომლის ისტორია 2000 წელს ითვლის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები