შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: რაჭული ლორი და მისი მომზადების მეთოდი
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებიქართული სამზარეულო

რაჭული ლორი და მისი მომზადების მეთოდი

რაჭული ლორი და მისი მომზადების მეთოდი
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 17, 2025
გაზიარება
გაზიარება

რაჭული ლორი ძირძველი ტრადიციებისა და გამოცდილების შეზავებით შექმნილი უმაღლესი ხარისხის თანამედროვე გასტრონომიული მემკვიდრეობაა, რომლის შექმნაში სამყაროს ოთხივე სტიქია – ჰაერი, ცეცხლი, მიწა და წყალი მონაწილეობს.

როგორ მზადდება რაჭული ლორი?

ლორის დამზადების ტრადიციას წინ რამდენიმე წინაპირობა უძღვის. უმთავრესი რაჭული კლიმატია. ამ კლიმატს თავისი მცენარეული საფარი და სრულიად განსაკუთრებული წყალი ახლავს. ღორი ბუნებრივ გარემოში იზრდება და მისი კვების მთავარი რაციონი ტყის ნატურალური პროდუქტია, რომლითაც მდიდარია აქაური ტყეები – კაკალი, ვაშლი, პანტა, რკო. მართული კვების რეჟიმი, ცხიმისა და ხორცის სწორად განაწილებას უწყობს ხელს.

ღორის დაკვლა მთელი რიტუალია რაჭაში – სპეციალური „ღორის დანა“, გობი და „ხოროშა“, ანუ მარცვლოვანი ქვამარილი, წინასწარ მზადდება. ღორს, როგორც ადგილობრივები იტყვიან, გრძელ ნაჭრებად, ფელიკებად ჭრიან, ამარილებენ და ორი კვირის განმავლობაში ინახავენ, რომ მარილი კარგად გაუჯდეს. შემდეგ შესაბოლად კიდებენ. შესაბოლი შეშა მხოლოდ კეთილშობილი უნდა იყოს: წიფელა, რცხილა, კოპიტი – ასე იბოლება ე.წ. „შავ ქუხნაში“ რაჭული ლორი. ამ პროცესს რაჭაში დღემდე „დავიჩინებას“ ეძახიან.

რაჭული ლორი ზამთარში მზადდება, ნოემბრის ბოლოს-დეკემბერში, დღე მხრჩოლავი ცეცხლი უნთია, ღამე მას აქრობენ და ლორს ყინვაში ტოვებენ. რაც მეტია ყინვა, მით უკეთესი – სიცივისა და სითბოს მონაცვლეობა პროდუქტის გემოს განაპირობებს. სწორი ტექნოლოგიით გამოყვანილი ლორი დიდხანს ინახება. მისი ენერგეტიკული მაჩვენებელი მაღალია.

რაჭული ლორი ქართული გასტრონომიული კულტურის მნიშვნელოვან საკვებში შედის. ის,  ჩურჩხელასთან, ნიგოზთან, დამბალხაჭოსთან და თაფლთან ერთად, ტრადიციულად, მეომრებს აბგაში ჰქონდათ.

რაჭული ლორი ზომიერად მარილიანი და მოწითალო ფერის უნდა იყოს, სასიამოვნო სუნის და რბილი გემოსი და თანაბრად გადანაწილებული ცხიმისა და მჭლე ხორცის ფენებით. სწორედ ეს აძლევს საოცარ გემოებს იმ კერძებს, რომლებიც რაჭული ლორით ან მისი ქონით მზადდება და მათგან მიღებული შთაბეჭდილებები ისევ და ისევ გაბრუნებს უკან, საქართველოში.

Contents
  • როგორ მზადდება რაჭული ლორი?
    • იხილეთ ასევე
READ  როგორ მოვამზადოთ წიწიბურა ფარშით

წყარო

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • ბადექონში გახვეული ხორცის რულეტი
  • როგორ გავაწყოთ საახალწლო სუფრა
  • ხალვა- სასარგებლო ტკბილეული
  • რა დანიშნულება აქვს ნახშირწყლებს ჩვენი ორგანიზმისთვის

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

ბორში – კლასიკური რეცეპტი
ქართული ალუდის ტრადიცია: მთიელთა უძველესი რეცეპტი და რიტუალი
ბანანი – ჯანმრთელობის გასაღები
თუ არ გაქვთ მილიონები მატისის ორიგინალური შედევრის შესაძენად, მოაწყვეთ სახლი მხატვრის ნამუშევრების ინსპირაციით – შთაგონებისთვის გაეცანით ბლოგს
ღორის ნეკნები ბარბექიუ სოუსში
TAGGED:რეგიონული სამზარეულოტრადიციული კერძებიტრადიციული რეცეპტებიქართული სამზარეულოხორცი
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია დაიჭირეთ სამი მარტივი ხრიკი განსაკუთრებული სოკოს გემოსთვის. დაიჭირეთ სამი მარტივი ხრიკი განსაკუთრებული სოკოს გემოსთვის.
შემდეგი სტატია ერთხელ ეს რეცეპტი ჩემმა მომავალმა დედამთილმა მომცა. აი რატომ უნდა მოამზადოთ ეს სალათი თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის. ერთხელ ეს რეცეპტი ჩემმა მომავალმა დედამთილმა მომცა. აი რატომ უნდა მოამზადოთ ეს სალათი თქვენი საყვარელი მამაკაცისთვის.
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?