Shenisupra.ge გთავაზობთ ინტერვიუს მიმტანთან, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია:
– ნიკა, რამდენი ხანია, რაც მიმტანობით ხართ დაკავებული?
– 2 წელია, ამ საქმეში ვარ.
– საინტერესოა, რა გარემოებებმა აგარჩევინათ ეს პროფესია?
– მთავარი მიზეზი სტუდენტობისას გაჩენილი ფინანსური კრიზისი იყო.
– სამსახურის პირველი დღეები რომ გაიხსენოთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მენეჯერებს?
– სხვათა შორის, მენეჯერებსაც და ზოგადად, “სტაფსაც” ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ.
– მოგეხსენებათ, პირველი დღეები არც ერთ სამსახურში არ არის მარტივი, თქვენ შემთხვევაში როგორ იყო?
– გეთანხმებით, თავიდან ნამდვილად არ იყო მარტივი, სიმართლე გითხრათ, ცოტა გამიჭირდა შეგუება, თუმცა, საბედნიეროდ, ეს დროებითი აღმოჩნდა.
-მომხმარებლების დამოკიდებულებაზე რას გვეტყვით?
– ზოგადად, ეს ძალიან ინდივიდულურია, თუმცა, უმეტეს წილად, ზემოდან გიყურებენ… სხვათა შორის, ყოფილა ბულინგის შემთხვევებიც.
– მიმტანების ახლანდელ რეალობაზე რას გვეტყვით, როგორი მდგომარეობაა?
– ახლანდელი მოცემულობით, შიდა სამზარეულოში ნამდვილად არ არის კარგი მდგომარეობა. სამწუხაროდ, რესტორანში ყველაზე დაჩაგრულები ჩვენ ვართ, მიმტანები და, ვფიქრობ, სწორედ ჩვენი პროფესიაა ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი საქართველოში…
– და ბოლოს, მაინტერესებს, იმ ახალგაზრდებისთვის რა რჩევებს გასცემდით, რომლებიც ახლა გადიან თქვენს აწ უკვე გავლილ გზას
– იყვნენ თავდაჯერებულები და არასდროს დაკარგონ მოტივაცია, ასეთ შემთხვევაში, მჯერა, რომ ყველაფერს შეძლებენ!
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
მასალის გამოყენების პირობები