შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: გამორჩეული მჟავეული ქართულ გასტრონომიაში
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კერძებისიახლეებისხვა-ამბებიქართული სამზარეულო

გამორჩეული მჟავეული ქართულ გასტრონომიაში

გამორჩეული მჟავეული ქართულ გასტრონომიაში
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორი
ირინა დათაშვილი
გამოქვეყნებული: აგვისტო 6, 2025
გაზიარება
გაზიარება

მრავალსაუკუნოვანი წარსულის მქონე ქართულ სამზარეულოს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ აქ უხვადაა მარილის, წიწაკისა და არომატული სანელებლების გემოები.

ქართველებს გვიყვარს ცხარე და მჟავე კერძები, ისინი ჩვენი კვების რაციონში შეუცვლელია. განსაკუთრებით ეს მწნილებს ეხება.

მწნილი ქართულ გასტრონომიაში

მწნილები ყველა სარიტუალო და საოჯახო სუფრაზე შეგხვდება. ეთნოგრაფიული წყაროებიდან ცნობილია, რომ დიდი ხნის წინათ არსებობდა თიხის ჭურჭელი, რაშიც საქართველოში ხილს თუ ბოსტნეულს ამარილებდნენ, ძმრისა და სხვადასხვა მცენარის დამატებით აგემრიელებდნენ და ზამთრისათვის საკვებად იყენებდნენ. ასეთი ჭურჭელი ხან დერგი იყო, ხან – ქილა და ხან – საგანგებოდ გაკეთებული ქვევრი. საქართველოში იცოდნენ ისიც, რომ თიხის ჭურჭელი საუკეთესოდ ასრულებდა მაცივრის ფუნქციას. ბუნებრივი თიხამიწის წყალობით პროდუქტი მავნე ნივთიერებებისგანაც დაცული იყო, არც ობს იკეთებდა და სასიამოვნო კვებით ღირებულებებსაც დიდხანს და საიმედოდ ინარჩუნებდა.                                  

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

მწნილების მომზადება თითქოს რთული არ იყო, მაგრამ იყვნენ დიასახლისები, რომლებმაც კარგი მწნილის ჩადების საიდუმლო იცოდნენ და მათი ნახელავი განსაკუთრებული გემოთი გამოირჩეოდა. უნდა ითქვას ისიც, რომ მწნილის ოსტატებად მამაკაცებიც გვევლინებოდნენ. 

მთელი წლის ნაშრომის დაბინავებაში მწნილის მომზადება ცალკე რიტუალი გახლდათ. ოჯახი  ბარაქიანი იყო, თუკი მარანში, ღვინოსთან ერთად, მწნილიც ჰქონდა დამარაგებული. ასეთ ოჯახში დიასახლისი, სანამ სუფრის თადარიგს შეუდგებოდა, სტუმარს პურით, მწნილითა და ღვინით (ან არყით) უმასპინძლდებოდა. ეს ტრადიცია ახლაც გრძელდება. სახელდახელო  მენიუში მწნილი პირველ სამეულშია. ზოგადად კი, მწნილის ასორტის ქართულ სუფრაზე საპატიო ადგილი უჭირავს და მათ შორის ჯონჯოლი უპირველესია.  

რის მწნილს გასინჯავ საქართველოში?

რა თქმა უნდა, ჯონჯოლის მწნილს. მას გაზაფხულის ბოლოს ამზადებენ და ბევრგან, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, მოგართმევენ სუფრაზე – ახალი ქინძით, თხლად დაჭრილი ხახვით, ზეთითა და ძმრით შეზავებულს. იმერეთში ჯონჯოლს გატარებული ნიგვზით, ახალი ქინძით, კამითა და ძმრით შესუნელებულს შემოგთავაზებენ.  

ნამდვილ დელიკატესს – ნივრის მწნილს ბევრი მოყვარული ჰყავს. ნედლი ნივრისგან დამზადებული ეს პროდუქტი ერთ-ერთი მწნილეულია, რომელსაც არანაირი სხვა გემოსა და მწვანილის დამატება არ სჭირდება. თეთრი, ქათქათა და ხრაშუნა ნივრის თავები სასიამოვნო და სასარგებლოა. 

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

საქართველოში ყველა რესტორნის მენიუშია მჟავის ასორტი – წიწაკა, კიტრი პომიდორი,  კომბოსტო. კომბოსტოს მწნილის ორი სახეობა არსებობს –  ჭარხლით (წითელი) და დაკეპილი (თეთრი), რომელიც, სავარაუდოდ, მეზობელი ქვეყნის სამზარეულოდან შემოვიდა.

READ  გთავაზობთ დაბალნახშირწლოვანი კერძის იდეას - ბრიუსელის კომბოსტო პარმეზანით

მკვახე ან ნახევრად მწიფე პომიდვრის მწნილი (მწვანილისა და ნივრის სატენით) გამორჩეული მწნილია და მას გვიან შემოდგომაზე ამზადებენ. მისი დაგემოვნება, პრასისა და შავი ფხლის მსგავსად, უფრო საოჯახო სუფრებზეა შესაძლებელი. ასევე ბევრი დიასახლისი ამზადებს მწნილის სალათებს და შესუნელებულ მწნილს, რომელიც ვეგეტარიანელებისთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება.

ბოლო დროს ქართულ სამზარეულოში დელიკატესად  გაჩნდა ბამბუკისა და ჩოიოტას (მექსიკური კიტრი) მწნილები, რომლებიც განსაკუთრებული ტექნოლოგიით მზადდება და  მცენარის მოგროვებასაც ზუსტი დროის შერჩევა სჭირდება. 

მწნილი დღეს სუპერმარკეტებშიც შეიძლება შეგხვდეს, თუმცა ე.წ. გლეხურ მწნილს ყველაზე იოლად ბაზრებში შეიძენ. მწნილის ნაკრები ქართულ სალობიეებსა და რესტორნებში ფხალეულისა და ლობიოს აუცილებელი პარტნიორია. აქ შეიძლება ნახო როგორც ბოსტნეულის, ისე გოგრის, ვაშლის, კომშისა და ნესვის მწნილებიც.

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • სიტყვა “სუფრა” წარმოადგენს ეროვნულ იდენტობას – ტრადიცია თუ სოციალური ცხოვრების ცენტრი
  • ცოტა რამ ბრიუსელის კომბოსტოს შესახებ
  • კიტრისა და სტაფილოს ჯანსაღი სალათი
  • ყაურმა თეთრი ღვინით
  • “მადლობა გიორგი ფხაკაძეს ნდობისთვის”- ინტერვიუ ჟურნალისტ ირინა დათაშვილთან
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

როგორ გავრეცხოთ მარწყვი სწორად
სკუმბრია ტომატში ნებისმიერ დროს სამეფო სადილი იქნება. მე მას ზამთრისთვის ქილებშიც ვინახავ.
ყველისა და ხაჭოს ექსპორტი- რომელი ქვეყნები ლიდერობს
Როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი
ლიმონი – იმუნიტეტის ბუსტერი
TAGGED:ბოსტნეულიმარინადიტრადიციული კერძებიტრადიციული რეცეპტებიქართული სამზარეულო
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
Logo on a green background: white rounded-square icon with the text 'ag60' inside, plus white Georgian script beneath the icon.
ავტორიირინა დათაშვილი
მიჰყევით:
მთავარი რედაქტორი — რეცეპტები და ქართული სუფრის ტრადიციები. კულინარიულ თემებზე წერს 2003 წლიდან.
წინა სტატია „ქარვისფერი და ქვევრის ღვინოების დაგემოვნება განსაკუთრებით ემოციური იყო“, - კანადელი სომელიე „ქარვისფერი და ქვევრის ღვინოების დაგემოვნება განსაკუთრებით ემოციური იყო“, – კანადელი სომელიე
შემდეგი სტატია სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება წინასააღდგომოდ სურსათის ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება წინასააღდგომოდ
კომენტარები ჯერ არ არის

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?