შვედეთში მცხოვრები ქართველი food ბლოგერი გიორგი შავერდაშვილი, რომლის Facebook გვერდს George’s Culinaryჰქვია, shenisupra.ge-ს მკითხველს პასკის საუცხოო რეცეპტს უზიარებს:
გემრიელი, ნოტიო და მძიმე პასკა ✨️
📌ინგრედიენტები:
📍კვერცხი- 10 ც.
📍შაქარი – 650-700 გ.
📍რძე- 1 ლ.
📍კარაქი- 250 გ.
📍არაჟანი- 3 ს/კ
📍ფქვილი- +/- -2 კგ.
📍საფუარი- 2 ჩ/კ
📍ვანილი – 2 ც.
📍მარილი- 1 ჩ/კ.
📍მუსკატის კაკალი- ნახ. ჩ/კ.
📍კარდამონი (ილი)- ნახ. ჩ/კ.
📍მიხაკი – ნახ. ჩ/კ.
📍ლიმონის ცედრა
📍ცუკატი – 200-300 გ.
📍ქიშმიში – 200-300 გ.
📍ზეთი
📍შაქრის პუდრა
📝მომზადების წესი:
ცომის მომზადებამდე, 15 წუთით ადრე მოამზადეთ საფუარი- 2 ჩაის კოვზ საფუარს დაამატეთ 1 ს/კ შაქარი, 2-3 ს/კ ფქვილი, 50 მლ. რძე და კარგად აურიეთ. საფუარი დააყოვნეთ თბილ ადგილას ამოფუვებამდე.
ცომის მომზადება:
მიქსერით გათქვიფეთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე. თანმიმდევრობით დაუმატეთ და შეათქვიფეთ არაჟანი, გამდნარი კარაქი , მარილი, ვანილი. შემდეგ დაუმატეთ თბილი რძე და ყველა გემოვნური ინგრედიენტი- მუსკატი, კარდამონი, მიხაკი, ცედრა და კარგად აურუეთ.
ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, პარალელურად შეურიეთ წინასწარ მომზადებული საფუარი და მოზილეთ საშუალო სისქის ცომი მინიმუმ 15 წუთის განმავლობაში.
ცომს დააფარეთ თავზე და მოათავსეთ თბილ ადგილას სრულ ამოფუვებამდე, მინიმუმ 2 საათი.
ამოფუვებული ცომი კარგად ჩაზილეთ ზეთიანი ხელით. დაუმატეთ ცუკატი, ქიშმიში და კარგად გადაურიეთ.
მზა ცომი გადაიტანეთ საცხობი ფორმების ზომის მიხედვით, ნახევარ დონემდე. კვლავ გადააფარეთ და დააყოვნეთ ამოფუვებამდე.
ფორმებში ამოსული ცომი შედგით წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა მხარეს და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე მხოლოდ ქვედა წვით , დაახლოებით 45-50 წუთის განმავლობაში. (შესაძლოა მეტიც დასჭირდეს, საცხობი ღუმელის ინდივიდუალურობის მიხედვით). გამომცხვარი პასკის მზაობა შეამოწმეთ ჩხირით.
გააციეთ, მოაყარეთ პუდრა ან გააფორმეთ სურვილისამებრ და მიირთვით გემრიელად😍