ორშაბათი, ნოემბერი 25, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedმანდარინის მურაბა - ტკბილეულის მოყვარულთათვის

მანდარინის მურაბა – ტკბილეულის მოყვარულთათვის

ტკბილეული და ზოგადად, მურაბები მაინც და მაინც სასარგებლო არ არის, თუმცა თუ მაინც მურაბა უნდა მიირთვათ,

უმჯობესია არჩევანი მანდარინის მურაბაზე შეაჩეროთ, რადგან არ შეიცავს ნიტრატებს მასში არსებული ლიმონმჟავის წყალობით. ამასთან, გამორჩეულია სასიამოვნო გემოთი, სურნელით და ფერით.

მანდარინის ნაყოფი და უშუალოდ მურაბაც ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ტოქსიკური ნივთიერებებისადმი, ხელს უწყობს ორგანიზმის ფუნქციონირებას ჟანგბადოვანი შიმშილის პირობებში, ამიტომ ის განსაკუთრებით სასარგებლო და აუცილებელია მწეველებისთვის.

მანდარინის რბილობი შეიცავს 90% წყალს, 1% ლიმონმჟავას, 8 % შაქარს. 100 გრამ რბილობში 25 მგ C ვიტამინია, კანში კი – 5%-მდე ეთერზეთი.

C ვიტამინი აუცილებელია ორგანიზმისთვის. ის დადებითად მოქმედებს იმუნურ და ნერვულ სისტემებზე, ხელს უწყობს რკინის ათვისებას, არის ანტიოქსიდანტი. მანდარინში საკმაო რაოდენობითაა „დე“ და „კა“ ვიტამინები. „დე“ ვიტამინი ბავშვებში რაქიტის საპროფილაქტიკოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა. „კა“ ვიტამინი კი სისხლძარღვთა ელასტიურობის უზრუნველსაყოფად არის მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, მანდარინში არის B და A ჯგუფის ვიტამინები. ისინი დადებითად მოქმედებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირებაზე, ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებზე, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციებსა და მხედველობას. თუმცა, გახსოვდეთ, რომ თავად მურაბა საკმაოდ კალორიულია და 100 გრამი პროდუქტი მთელ 204 კკალორიას შეიცავს, ამიტომ ზომიერება დაიცავით.

მანდარინის მურაბის სხვადასხვა რეცეპტი არსებობს. ჩვენ გაგიზიარებთ ცნობილი ფილოლოგის, მანანა მაისურაძის მიერ რეკომენდებულ რეცეპტს, რომლითაც მურაბა ძალიან გემრიელი და არომატული გამოდის. ქალბატონი მანანა გვირჩევს, რომ სამურაბედ წვრილი და მკვრივი მანდარინი შევარჩიოთ.

მანდარინი ჩანგლით ფრთხილად დაჩხვლიტეთ, დაასხით მდუღარე წყალი, აცადეთ გაციება და შემდეგ გადაწურეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ სამჯერ. შემდეგ 1 კგ მანდარინს დააყარეთ ამდენივე შაქარი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და წამოადუღეთ. გააჩერეთ, გაცივდეს. ასე აკეთეთ დაახლოებით 6-ჯერ მაინც. როცა წვენი შესქელდება, ქილებში გადაიტანეთ. გემრიელად მიირთვით!

 

წყარო

 

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

16 საუკეთესო აქტივობა მალიორკაზე, ესპანეთში

23 November, 2024
კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

კვალიფიცური კონსულტაცია რაბიოლოგისგან ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო “ქსენონში”

ნოემბერი 25, 2024
დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

დღეიდან 5 ზოდიაქოს ნიშნის ცხოვრება გაუმჯობესდება

22 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

როგორ შევქმნათ საახალწლო გარემო ჩვენს ოჯახში

ნოემბერი 25, 2024
როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

როცა ღორი უხალისოდ ჭამს – რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

ნოემბერი 22, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

მიცუ ციხე-სოფელი – ის ხევსურეთის საიმედო მცველი იყო

ნოემბერი 22, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

რა ჩავიცვათ ახალი წლის ყველაზე ჯადოსნურ ღამეს

ნოემბერი 24, 2024
პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

პიზის კოშკის საიდუმლო: როგორ ინარჩუნებს დახრილობას საუკუნეების განმავლობაში?

25 ნოემბერი 2024
ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ანრი ჯოხაძის კონცერტი 12 დეკემბერს ფილარმონიაში გაიმართება

ნოემბერი 25, 2024
რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

რაჯდება ტექნოლოგიური გიგანტების CEO-ების დაცვა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები