ოთხშაბათი, ივნისი 18, 2025
- Advertisement -spot_img
მთავარიUncategorizedროგორ მოვამზადოთ ჭვიშტარი

როგორ მოვამზადოთ ჭვიშტარი

ჭვიშტარი სიმინდის ფქვილისა და ყველის ნაზავით გამომცხვარი კვერია. ის სამეგრელოსა და სვანეთის სამზარეულოს სავიზიტო ბარათია. სვანეთში მას ჭიშდვარს ეძახიან და ადრე ფეტვითაც ამზადებდნენ. 

ჭვიშტარის მოსამზადებლად საჭიროა:

გაცრილი სიმინდის ფქვილი – 500 გრ

თბილი რძე ან მაწონი, შეიძლება შრატიც – რამდენსაც შეიზელს

დაფხვნილი, სურვილისამებრ ნედლი და შებოლილი სულგუნი – 500 გრ

მარილი – ნახევარი ჩ/კ

მწიკვი სოდა ან გამაფხვიერებელი

სიმინდის ფქვილს დავაყაროთ მარილი, ნელ-ნელა დავუმატოთ მაწონი, რძე ან შრატი, დავამატოთ მწიკვი სოდა და დიდხანს ვზილოთ ნაზი ცომის მიღებამდე. შევურიოთ იმდენი ყველი, რამდენი ცომიც გამოგვივა და 15 წუთი დავასვენოთ. ცომისგან გავაკეთოთ პატარა გუნდები, მივცეთ ბრტყელი ფორმა და შევდგათ ცხელ ღუმელში. ვაცხოთ 10-15 წუთის განმავლობაში 250 გრადუსზე.

ჭვიშტარი შეგვიძლია გამოვაცხოთ ცხიმში – კარაქში, ზეთში ან ერბოში.

წყარო

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

author avatar
SheniSupra.ge
#drpkhakadze
READ  კონფერენცია ჩატარდა ბერლინში - გიორგი ფხაკაძე დაესწრო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები