შენი სუფრაშენი სუფრაშენი სუფრა
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
Search
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
კითხვა: რა სარგებელი აქვს თიხის ჭურჭელს?
გაზიარება
შეტყობინება
ფონტის ზომის შეცვლაAa
შენი სუფრაშენი სუფრა
ფონტის ზომის შეცვლაAa
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
Search
  • მთავარი
  • სიახლეები
  • ქართული სამზარეულო
    • იმერეთი
    • სამეგრელო
    • თუშეთი
    • სამცხე-ჯავახეთი
    • რაჭა
    • სვანეთი
    • კახეთი
    • აჭარა
    • გურია
  • რეცეპტი
  • კერძები
  • სასმელები
  • რესტორნები
    • მიმტანი
    • შეფ-მზარეულები
    • დამხმარე პერსონალი
    • ლოჯისტიკა და მომარაგება
  • სხვა-ამბები
  • ჯანსაღი კვება
  • მრავალფეროვნება
    • სომხური სამზარეულო
    • აზერბაიჯანული სამზარეულო
  • ექსკლუზივი
  • სამზარეულო
    • აქსესუარები
    • დიზაინი
გაქვთ არსებული ანგარიში? შესვლა
გამოგვყევით
  • Complaint
  • Complaint
  • Advertise
  • Advertise
სამზარეულოს აქსესუარებისიახლეებიჯანსაღი კვება

რა სარგებელი აქვს თიხის ჭურჭელს?

რა სარგებელი აქვს თიხის ჭურჭელს?
მარიამ გოგოლაძე
ავტორი
მარიამ გოგოლაძე
გამოქვეყნებული: სექტემბერი 30, 2025
გაზიარება
გაზიარება

ხშირად ხდება, რომ ადამიანები ზრუნავენ ჯანსაღ კვებაზე, ცდილობენ, შეიძინონ მაქსიმალურად ბუნებრივი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია, ტკბილეული, ბოსტნეული, თუ სხვა საკვები, მაგრამ  ავიწყდებათ, რომ ჯანსაღად კვებისთვის ასევე საყურადღებოა ის ნივთები და ჭურჭელი, რომელსაც მოსამზადებლად ვიყენებთ. როგორი სუფთაც არ უნდა იყოს ბოსტნეული, თუ მას დაბალი ხარისხის მეტალის ან პლასტიკის ჭურჭელში მოვამზადებთ და მივირთმევთ, ის მაინც საფრთხის შემცველი იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი დამზადებული იყოს ისეთი ბუნებრივი მასალისგან, რომელიც ეკოლოგიურად სუფთაა და გახურებისას თუ სხვადასხვა მჟავებისა და ცხიმების ზემოქმედებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.

თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებისა და  ეკოლოგიური უსაფრთხოების შესახებ, ალბათ გსმენიათ. ასეთი აზრიც კი არსებობს, რომ თიხას მაგიური ძალა აქვს, ათავისუფლებს ნეგატივისგან და ადამიანებისთვის პოზიტიური განწყობა მოაქვს. ეს, რა თქმა უნდა, დამტკიცებული ჰიპოთეზა არ გახლავთ, მაგრამ ამავე დროს იმასაც ვერავინ უარყოფს, რომ თიხის ჭურჭელში საკვები გაცილებით გემრიელი, არომატული და ჯანსაღი მზადდება, ხოლო პროდუქტები – საკმაოდ დიდხანს ინახება. გაინტერესებთ, რატომ ხდება ასე?

თიხის ჭურჭლის სასარგებლო თვისებებს, უპირველესად, განაპირობებს ის, რომ დამზადებულია ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო ბუნებრივი მასალით.

დედამიწა ადამიანს აძლევს არა მარტო წყალს და საკვებს, არამედ ამ საკვების შესანახ საშუალებასაც. თიხის დამუშავებისა და გამოწვის საიდუმლო ადამიანებმა ცივილიზაციის ადრეულ ეტაპზე აღმოაჩინეს და მას შემდეგ, აქტიურად იყენებენ ჭურჭლისა თუ სხვა სამეურნეო ნივთების დასამზადებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ათასწლეულებმა განვლო და დღეს ჭურჭელი უამრავი სხვადასხვა მეტალისა თუ შენადნობისგანაც მზადდება, თიხა მაინც ინარჩუნებს თავის ფუნქციასა და ფასეულობას – გვჩუქნის ყველაზე ჯანსაღ, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელს ჩვენი სამზარეულოსა თუ მარნისთვის.

- Advertisement -
Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.Brand logo: maroon rounded-square emblem with stylized stacked glyphs on the left, followed by bold Georgian script text on the right.

ტრადიციული, სქელკედლებიანი თიხის ჭურჭელი გაცილებით მეტი სასარგებლო თვისების მატარებელია, ვიდრე ფაიფური და ფაიანსი.

თიხის ჭურჭლის უპირატესობები

  • თიხის ჭურჭლის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი სქელი კედლები ნელ-ნელა, თანაბრად ცხელდება და იდეალურად ანაწილებს სიმხურვალეს. ამ თვისების გამო თიხის ქოთანში კერძი არა მხოლოდ იხარშება, არამედ –  ითუშება და ინარჩუნებს ყველა ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას. ასევე, იდეალურია ისეთი კერძისთვის, რომელიც ხანგრძლივ და დელიკატურ მომზადებას მოითხოვს – მაგალითად, ლობიო, ჩანახი, ოსტრი, ჩაშუშული, ხორცისა და ბოსტნეულის სხვა კერძები;
  • წითელი თიხის უნიკალური სტრუქტურის დამსახურებით, თიხის ჭურჭელში საკვების მომზადებისთვის არ გჭირდებათ ცხიმის დამატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი მომზადებული კერძი იქნება უფრო ჯანსაღი და დიეტური;
  • ბუნებრივი თიხა გახურებისას არ გამოყოფს ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებს.
READ  როგორ მოვაწყოთ ტერასა – სასარგებლო რჩევები და იდეები

თიხის ჭურჭელი კარგად ინახავს პროდუქტებს

  • თიხის ქოთანში რძე 3-4 დღე არ ამჟავდება, ხოლო თიხის ქილებსა და თიხის დერგში (დიდი ზომის თიხის ქილა, რომელშიც ყველს, მარცვლეულს, მწნილეულს ინახავენ) მურაბა და მწნილი თავდაუხურავად შენახულიც კი არ მოიკიდებს ობს;
  • სხვათა შორის, თიხა თაფლის შესანახად საჭირო ყველა კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს;
  • თიხის დოქში ჩასხმული ცივი სასმელი ასევე ცივად შეინახება მზეშიც რომ დადგათ; ხოლო ჩაი და ყავა თიხის ჭიქაში სითბოს ხანგრძლივად „დაიჭერს“ – გაცილებით დიდხანს, ვიდრე ფაიფურის ან თეთრი კერამიკის შემთხვევაში.

 

რომ შევაჯამოთ, თიხა ბუნების ნამდვილი საჩუქარია, რომელსაც დაფასება და მოფრთხილება სჭირდება. ის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხოა, განსაკუთრებულ არომატს ანიჭებს კერძებს, ლამაზად გამოიყურება და ამასთან, სულ სხვა ხიბლს მატებს სამზარეულოს – ის ნაყოფია დახვეწილი კულტურისა და ტრადიციისა, რომელიც საქართველოში ათასწლეულებია გრძელდება.

- Advertisement -
Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.Blue background with a white rounded-square logo containing mirrored letters, and Georgian text below.

 

წყარო

 

 

#drpkhakadze #gochadze  #shenisupra

იხილეთ ასევე

  • ჯანსაღი კვების პრინციპები – ტრადიციული ღირებულებები და თანამედროვე კვების კულტურა
  • რა მივირთვათ ზამთარში
  • როგორ მოვამზადოთ ჯანსაღი დესერტი ხაჭოსა და კისელისგან
  • იდეები თუ როგორ შევქმნათ სუფრაზე სადღესასწაულო განწყობა საახალწლოდ
  • Მივირთვათ თუ არა საღამოს, 6 საათის შემდეგ
FacebookTwitter

შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები

მივირთვათ თუ არა ჩაი? და როგორ ჩაიზე შევაჩეროთ არჩევანი
იცოდით, რომ პომიდვრის წვენი სალმონელას საშიშ ბაქტერიებს ხოცავს? – გაეცანით ახალ კვლევას
კაკლის იმპორტი – იმპორტიორი ქვეყნები და საბაზრო ფასი
ბოსტნეულის იმპორტი და ექსპორტი – რას ვყიდულობთ და რას ვყიდით
მითები იაფ კერძებზე, რომლებიც ჯანმრთელობას ეხება
TAGGED:ბუნებრივი პროდუქტებისამზარეულოტრადიციული სამზარეულოქართული სამზარეულოჯანსაღი კვება
გაუზიარეთ ეს სტატია
Facebook ელფოსტა ბეჭდვა
ავტორიმარიამ გოგოლაძე
ჟურნალისტი — რესტორნები და კულინარიული სიახლეები. აშუქებს რესტორნებს, შეფ-მზარეულებს, კვების ინდუსტრიის ამბებსა და ტენდენციებს.
წინა სტატია რომელია 3 ყველაზე სასარგებლო მწვანილი რომელია 3 ყველაზე სასარგებლო მწვანილი
შემდეგი სტატია საუკეთესო ქათმის კერძი მთელი ოჯახისთვის! ჩემი ქმარი აღფრთოვანებულია მისი გემოთი! საუკეთესო ქათმის კერძი მთელი ოჯახისთვის! ჩემი ქმარი აღფრთოვანებულია მისი გემოთი!
2 კომენტარი
  • გამოხმაურება: კვერცხის ენდროთი შეღებვა - ტრადიციული რეცეპტი
  • გამოხმაურება: როგორ გავასუფთავოთ მიმწვარი ჭურჭელი - მარტივი მეთოდი

კომენტარის დატოვება კომენტარის გაუქმება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

შენი დასვენება

🏔 შენი დასვენება — ტურიზმი
  • ქართული სამზარეულო
  • ქართული ღვინო
  • კახეთი — ღვინის მხარე
  • ფესტივალები
shenidasveneba.ge →
შენი სუფრაშენი სუფრა
გამოგვყევით
Welcome Back!

Sign in to your account

მომხმარებლის სახელი ან ელფოსტის მისამართი
პაროლი

დაგავიწყდათ პაროლი?