ინგრედიენტები:
- თეთრი ბრინჯი – 1 ჭიქა
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
- 400 გრამი გატარებული ღორის ხორცი
- 2 კბილი კარგად დაჭრილი ნიორი
- 1 პატარა წითელი წიწაკა, კარგად დაჭრილი
- 2 სუფრის კოვზი და ცალკე ½ სუფრის კოვზი გახეხილი ახალი ჯანჯაფილი
- 2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
- 4 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
- 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი
- 1 ცალი თხლად დაჭრილი კიტრი
- 1 კონა ახალი ქინძი
- ½ კონა ახალი პიტნა
მომზადების მეთოდი:
ნაბიჯი 1
ღრმა ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და მოათავსეთ გატარებული ღორის ხორცი. 7 წუთის განმავლობაში გააჩერეთ. მოაყარეთ ნიორი, წითელი წიწაკა და 2 სუფრის კოვზი ახალი ჯანჯაფილი.
ნაბიჯი 2
გადმოდგით ტაფა გაზქურიდან და მიღებულ მასას მოასხით 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი და 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი.
ნაბიჯი 3
ერთმანეთში აურიეთ 2 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი, 1 ჩაის კოვზი ყავისფერი შაქარი, 1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი ½ სუფრის კოვზი გახეხილი ჯანჯაფილი, დაამატეთ კიტრი, მოაყარეთ ქინძი და პიტნა. მაგიდასთან მიიტანეთ ცალკე მომზადებულ ბრინჯთან და ღორის ხორცთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
#drpkhakadze #gochadze #shenisupra
შენი ქსელი: შენი ექიმი · შენი ამბები
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სუფრა. (2025). მოამზადეთ ჯანსაღი საგაზაფხულო კერძი – ღორის ხორცისა და კიტრის სალათი. 10 აგვისტო, 2025. https://shenisupra.ge/მოამზადეთ-ჯანსაღი-საგაზა/


